შინაური ცხოველების ყოლა ბოლო დროს განსაკუთრებით მოდური გახდა. მათ შორის, ბევრ ცნობილ ადამიანს ჰყავს სახლში ოთხფეხა მეგობარი. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, შინაურ ცხოველთან თანაარსებობა დადებითად მოქმედებს გუნება-განწყობაზე და სასიამოვნოდ დროის გატარების შესაძლებლობას იძლევა.
ცნობილ ჰოლივუდის მსახიობს, ლეონარდო დიკაპრიოს ფრანგული ბულდოგი ჰყავს, რომელთანაც ურთიერთობა მსახიობისთვის რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. ლეონარდო ოთხფეხა მეგობართან ერთად კამერების წინაც ხშირად ჩნდება.
ცნობილ სერიალში „ექიმი ჰაუსი“ მთავარი როლის შემსრულებელი ჰიუ ლორი მოპსის ჯიშის ძაღლს ანიჭებს უპირტესობას, თუმცა მას დიდი ხნის განმავლობაში ორი ლაბრადორიც ჰყავდა, რომლებთან ერთადაც სასეირნოდ ხშირად დადიოდა.
პერის ჰილტონს სახლში ჩიხუახუას ჯიშის ოთხფეხა მეგობარი ჰყავს, რომელზეც განსაკუთრებით ზრუნავს. ის პერისის ქორწილში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა და კამერების წინ წარმატებით პოზირებდა.
კიმ კარდაშიანს ორი სხვადასახვა შეფერილობის, თეთრი და შავი პომერანული შპიცი ჰყავს და მათზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარ შვილებზე. პატრონის მსგავსად, კიმის ოთხფეხა მეგობრები სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობენ.
ჯენიფერ ენისტონი ძაღლების დიდი მოყვარულია და მას ორი შინაური ცხოველი ჰყავს, უელსური კორგი, სახელად ნორმანი და გერმანული ნაგაზი, დოლი. მსახიობი ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ფოტოსესიებს ხშირად აწყობს.
ავტორი: ლუკა მელაშვილი