ის, რის შესახებაც არავინ გვაფრთხილებს - ცხოვრება მშობიარობის შემდეგ
ის, რის შესახებაც არავინ გვაფრთხილებს - ცხოვრება მშობიარობის შემდეგ
ეს ერთი ახალბედა დედის წერილია, ცოტა იუმორნარევი და ასევე მისი თვალით დანახული რეალობა. როცა დიდი ხნის ფეხმძიმე ხარ, ეს ქვეყანა ზღაპრულად გეჩვენება.

თითქოს ამ ზღაპრული ქვეყნის ფერია ხარ, მრგვალი ფერია. თვალები გიბრწყინავს, იდუმალი ღიმილი გაქვს, გულისფანცქალით ელოდები, ელოდები... მერე უცებ ბახ - და გააჩენ. ყვირილი, ტირილი ღიმილი, სიხარული, ზარები, ესემესები, პამპერსები... გადის დრო და ხვდები... არ გაგაფრთხილეს, ყველაფერი არ გაუმხელიათ, რატომ დუმდნენ? ნამდვილი შეთქმულებაა. აი ის, რისთვისაც აბსოლუტურად მოუმზადებელი ვიყავი:

1. ძუძუთი კვება. ყველგან წერენ, რომ ეს შესანიშნავია. მეც მჯეროდა. ნახეთქების შესახებაც წერენ და მეც წამიკითხავს, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ნახეთქი ძუძუსთავის ასეთი საზარელი ჭრილობა იქნებოდა, რომელსაც ჯოჯოხეთური ტკივილი ახლავს. სისხლი გდის, სიცხე 40 გრადუსს აღწევს, განადგურებული ხარ, გვერდით კი ბავშვი წევს და დაჟინებით ითხოვს ყურადღებას. თანაც ისევ ძუძუ უნდა აჭამო, იმავე სისხლმდინარე და შუაზე გადახსნილი კერტებით.

2. არავინ გეუბნება, რომ მშობიარობის შემდეგ საერთოდ გიქრება მოშარდვის სურვილი. თითქოს ბავშვთან ერთად შ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არდის ბუშტიც იმშობიარე. გინეკოლოგი შემოდის და გვახსენებს: "აბა, დედიკოებო, მოშარდვა არ დაგავიწყდეთ". და ჩვენც მორჩილად მივდივართ ტუალეტისკენ... დანარჩენზე აღარ დავწვრილმანდები.

3. არავის უთქვამს, რომ მშობიარობის შემდეგ რამდენიმე დღე მუცელზე წოლით ინებივრებ... სანამ რძე ჩაგიდგება. მერე მორჩა. 4 ზომის, რძით სავსე მკერდზე წოლა მხოლოდ მასაჟის მაგიდაზე შეიძლება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მაგიდას ორი დიდი ნახვრეტი აქვს.

4. გეუბნებიან, რომ შვილის გაჩენის შემდეგ დრო არ გექნება, მაგრამ რას წარმოიდგენ, სინამდვილეში ეს რას ნიშნავს. ცნებები "მე" და "ჩემთვის" საერთოდ ამოღებულია ხმარებიდან. ბანაობა და კბილების გახეხვა? ეს ადვილია... ოღონდ შუადღის 3 საათზე. საუზმე? კითხვაც არ ღირს. საღამოს ქმარი მოვა და მასთან ერთად შეჭამ... ვარცხნილობა? ელემენტარული ცხენის კუდი და... მზეთუნახავი ხარ. გაგრძელება

კომენტარები (2)
ნინო
აქ ზუსტად ჩემი გრაფიკი არის აღწერილი
ნინო
ნუთუ არავინ გყავს, შვილო, დედა, დეიდა, მამიდა, და ან სხვა ახლობელ-ნათესავი რომ დაგამშვიდოს და გითხრას, რომ ეს ყველაფრი გაივლის და დედობა ყველაფერს გადაფარავს! ყველა დედას მეტ-ნაკლებად ჰქონია იგივე ან მსგავსი პრობლემები - გაიარა, დაგვავიწყდა და მეორედ, ზოგი კიდევ რამოდენიმეჯერ წავიდა სამშობიაროდ - შვილების სიყვარულით და მომავლის რწმენით. ძუძუს თავებს მოვლა უნდა გადადუღებული ზეთის და თაფლის სანთელის ნაზავით - შეეკითხე, არ არსებობს, ეცოდინება ვინმეს სამშობიაროში ან ექიმი გიმკურნაებს. ყველაფერი კარგად იქნება, დედიკო!
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
"გააქანეს გამწარებული ბავშვი საავადმყოფოში. იქ უთხრეს, საბუთების გარეშე ვერ მიგიღებთო" - ისტორია ქობულეთიდან
12:51 / 18-08-2017
ნახევარი საქართველო ზღვისპირა კურორტებზეა მიმოფანტული. რა თქმა უნდა, ამ დროს სასწრაფო დახმარებასა და სამედიცინო დაწესებულებებს მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი სულაც არ არის ამისთვის მზად და დამსვენებელი დიდ გასაჭირში ვარდება.
როგორ გამოიყურებიან ვარსკვლავები პლაჟზე? როგორ შეიცვალა მათი სხეული
11:46 / 16-08-2017
გთავაზობთ ვარსკვლავების პლაჟზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც იხილავთ, რა შეიცვალა მათში გასული წლის შემდეგ.
შვილებთან და შვილების გარეშე - სად ისვენებენ ცნობილი დედები
17:03 / 13-08-2017
ზაფხული არდადეგების, დასვენების, მოგზაურობის დროა. ვინც ახერხებს, სწორედ წელიწადის ამ დროს სწყდება სამუშაოს, ხანდახან - ოჯახსაც და ისე ატარებს შვებულების დღეებს, როგორც შესაძლებლობები მისცემს ამის საშუალებას.
რა გავლენა აქვს ილუსტრაციას ბავშვის ფსიქიკაზე და როგორ უნდა შეარჩიოთ კარგად ილუსტრირებული წიგნი
18:27 / 05-08-2017
თანამედროვე სამყაროში ილუსტირებული წიგნების მიმართ ბავშვების ინტერესი განსაკუთრებით დიდია, გარდა იმისა, რომ წიგნის ფურცლებზე ვიზუალური ეფექტები ხიბლავთ, ილუსტრირებულ წიგნებს ბევრად მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ მათთვის.
 ზაფხულში წასაკითხი წიგნები, რომლებიც 5-დან 8 წლამდე ბავშვებს დააინტერესებთ
11:00 / 03-08-2017
ზაფხული და დასვენება, სხვა სიკეთეებთან ერთად, წიგნის კითხვისთვის ყველაზე შესაფერის სეზონადაც ითვლება.
ყველაზე იშვიათი სახელები საქართველოში, რაც ახალშობილებს 2017 წელს დაარქვეს
17:15 / 01-08-2017
"სერვისების განვითარების სააგენტოს" ინფორმაციით, 2017 წელს თბილისში 3 550 ბიჭი და 3 303 გოგო დაიბადა. ორივე სქესში ნაკლებად გავრცელებულ სახელებს შორის უცხოური ჭარბობდა, მაგალითად, ბიჭებში აზიზი, აღბუღა, ალიმი, ბაიბალა, ალბერტი, დანი, გენო, გიკა და დომენიკი.
ანა ტყებუჩავას ახალდაბადებული შვილის პირველი ფოტო
15:39 / 01-08-2017
"ჩემი ცოლის დაქალების" მთავარი გმირის, ნინას მშობიარობას სერიალში თუ რეალურ ცხოვრებაში მაყურებელი მოუთმენლად ელოდა. მართალია, ნინამ სეზონის ბოლოს გააჩინა მეხუთე შვილი, მაგრამ რეალურად, მსახიობმა 25 ივლისს იმშობიარა და მეორე გოგონა, თაია შეეძინა.
ლეო და კეიტი ისევ ერთად? "ტიტანიკის" 20 წლის იუბილეზე მსახიობები ერთმანეთს ისევ შეხვდნენ
13:37 / 28-07-2017
გუშინ, სენ-ტროპეში გალა-საღამო და ლეონარდო დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდის აუქციონი გაიმართა.
რა გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს ბავშვის ცემას
17:23 / 25-07-2017
ბავშვის ცემა და მასზე ყვირილი - მშობლების თვითგადარჩენის საშინელი სტრატეგიაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - აღზრდა. აქვს ბავშვის მიმართ ძალადობას აზრი? ჩვენ შევეცდებით გავერკვიოთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვობის ნეგატიურმა გამოცდილებამ ადამიანის პიროვნებაზე.
7 მეთოდი, რომელიც გასწავლით, როგორ უნდა გადაუღოთ ბავშვს დაუვიწყარი ფოტო
13:41 / 22-07-2017
ოჯახში ახალი წევრის შემომატება ისტორიული მოვლენაა, რომელსაც ფოტოდაფიქსირება ესაჭიროება. ფოტო - ეს არის მოგონება, რომელიც სამუდამოდ დაგრჩებათ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31