ოდა მეგობარ მარტოხელა დედებს - ნინო თარხნიშვილის პოსტი
ოდა მეგობარ მარტოხელა დედებს - ნინო თარხნიშვილის პოსტი
ჩემი მეგობარი მარტოხელა დედები მარტოები ცხოვრობენ თავიანთ მარტოხელა შვილებთან ერთად.

ისინი ათბობენ თავიანთ სახლებს თბილი სანათებით, ჭრელი ფარდებით, კედლებზე ნახატებით ან ფოტოებით, მაგრამ მაინც გრილა მათ სახლებში, მათთვის გრილა, რაღაცნაირად სულ მოყინული აქვთ ფეხის თითები.

ჩემი მეგობარი მარტოხელა დედები ყველაზე დამფრთხალი დედები არიან დედამიწის ზურგზე, როცა მათი შვილები ავად ხდებიან და ვერავის სთხოვენ, რომ ღამით ან გამთენიისას სიცხის დამწევი წამალი ამოუტანონ აფთიაქიდან.

გაღეღილი ქურთუკებით გაიფრიალებენ სახლის კარს და გარბიან წამალზე...

როცა საღამოთი, ისე, შემთხვევით, შოკოლადი მოუნდებათ და აღმოაჩენენ, რომ შოკოლადი არ აქვთ, ვერავის სთხოვენ, ვერავის გაუმხელენ, რომ მათ შოკოლადი ახლა ოქროს მთებს თუ საბადოებს ურჩევნიათ და ისევ ისე, გაღეღილი ქურთუკებით ჩარბიან საკონდიტროში, თან სახლის ფანჯარას არ აცილებენ თვალს ან სულაც თვალებს ტოვებენ სახლში, რომ მათი პატარები ღამემ არ შეაშინოს, კედელზე მეზობლის კაკუნმა არ დააფრთხოს, ჭერზე მეზობლის ფლატუნმა...

ჩემი მეგობარი მარტოხელა დედები ყველაზე მარტოხელა დედები არიან დედამიწის ზურგზე:

რადგან მათ ქვაბში თუხთუხებს სადილი ორისთვის.

რადგან მათი ტაფები თუკი შემთხვევით კვერცხს მიიწვავს, ეს კვერცხი მხოლოდ მათი მიმწვარი საუზმე იქნება.

რადგან თოკებზე შრება მხოლოდ ორი კაბა - ერთი დიდი, მეორე პატარა.

და დილაობით, როცა ჩემი მარტოხელა დედები სახლის კარს გასაღებით კეტავენ, იციან, რომ საღამოთი კარი ისევ მათ უნდა გააღონ ჩანთაში საგულდაგულოდ ჩამალული გასაღებით, გასაღებით, რომელიც ჯიბრზე ყოველთვის ჩანთის ყველაზე მიუვალ ადგილას იმალება და მით უმეტეს მაშინ, როცა საღამოთი სახლში მობრუნებულს, ერთ ხელში უჭირავთ პური, მწვანილი, ბოსტნეული, წიგნი, კომპიუტერი და მეორე ხელში უჭირავთ ხელი, პატარა ხელი... პატარა ხელი, რომელიც დედამიწას ამოაბრუნებინებს ჩემს მეგობარ მარტოხელა დედებს!
You must have Flash Player installed in order to see this player.
კომენტარები (14)
რუსა
მე მარტოხელა დედა ვარ, თავს ბედნიერად ვგრძნობ მიუხედავად იმისა რომ ზემოთ აღწერილს მარტო ვუმკლავდები.. ის მაინც ვიცი რომ სახლში ჰარმონია და სიმშვიდე დამხვდება და არა მთვრალი ღორი..
Mარი
გულს ნუ გაიტეხთ! ზალიან Mაგარი ქალები ხართ Mარტოხელა დედები, Gმირები თIთQმის...მე ღO მყავს ქმარი Xო იმიტო დარბის შOკოლადებზე რ
ალისა
სამაგიეროდ თავისუფლები არიან, მოსვლელი მხოლოდ შვილი ყავთ და არავინ მისცემს შენიშვნას თუ საჭმელი კარგი არ გამოვა და საროჩკა თუ კარგად არ იქნება მოვლილი და ა.შ....არავინ გაუკონტროლებს დროს...და საერთოდ თუ ფულიანი დედები იქნებიან და ძიძა დაეხმარებათ საერთოდ მაგარია :D მითუმეტეს საქართველოში...მე მინდა მარტოხელად დედა ვიყო არ მინდა ქმარი მხოლოდ შვილი მინდა
nia
ქალებოìì დედებოìì იყავით მეტად ჰუმანნურნი ,თავშეკავებულნი, თქვენს პატარებს მამაც ჭირდებათ--ეს უფლის კანონია ..თქვენი გმირობა სწორედ იმაში გამოხატეთ ,რომ აგრესია სიყვარულად გადააქციოთ და სამშობლოს მყარი და თბილი ოჯახები დაუტოვოთ
მეგი
ისე,დავიჯერო ლოთისა და ნარკომანის არამარტოხელა დედობას, მარტოხელობა არ ჯობს???
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
"უცებ ვიგრძენი, რომ საკუთარ შვილს ვტოვებდი იქ" - ირინა სარიშვილმა მეშვიდე ბავშვი იშვილა
14:47 / 21-08-2017
როგორც ცნობილია, არც ისე დიდი ხნის წინ ირინა სარიშვილმა ტყუპი გოგონა იშვილა, რომელსაც თავად ზრდის დიდი რუდუნებით. სამი ვაჟი მას მანამდე ჰყავდა, ერთი შვილად აყვანილი პატარა საავადმყოფოში გარდაიცვალა, ახლა კი, როგორც გაირკვა, მეშვიდე ბავშვი იშვილა:
"გააქანეს გამწარებული ბავშვი საავადმყოფოში. იქ უთხრეს, საბუთების გარეშე ვერ მიგიღებთო" - ისტორია ქობულეთიდან
12:51 / 18-08-2017
ნახევარი საქართველო ზღვისპირა კურორტებზეა მიმოფანტული. რა თქმა უნდა, ამ დროს სასწრაფო დახმარებასა და სამედიცინო დაწესებულებებს მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი სულაც არ არის ამისთვის მზად და დამსვენებელი დიდ გასაჭირში ვარდება.
როგორ გამოიყურებიან ვარსკვლავები პლაჟზე? როგორ შეიცვალა მათი სხეული
11:46 / 16-08-2017
გთავაზობთ ვარსკვლავების პლაჟზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც იხილავთ, რა შეიცვალა მათში გასული წლის შემდეგ.
შვილებთან და შვილების გარეშე - სად ისვენებენ ცნობილი დედები
17:03 / 13-08-2017
ზაფხული არდადეგების, დასვენების, მოგზაურობის დროა. ვინც ახერხებს, სწორედ წელიწადის ამ დროს სწყდება სამუშაოს, ხანდახან - ოჯახსაც და ისე ატარებს შვებულების დღეებს, როგორც შესაძლებლობები მისცემს ამის საშუალებას.
რა გავლენა აქვს ილუსტრაციას ბავშვის ფსიქიკაზე და როგორ უნდა შეარჩიოთ კარგად ილუსტრირებული წიგნი
18:27 / 05-08-2017
თანამედროვე სამყაროში ილუსტირებული წიგნების მიმართ ბავშვების ინტერესი განსაკუთრებით დიდია, გარდა იმისა, რომ წიგნის ფურცლებზე ვიზუალური ეფექტები ხიბლავთ, ილუსტრირებულ წიგნებს ბევრად მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ მათთვის.
 ზაფხულში წასაკითხი წიგნები, რომლებიც 5-დან 8 წლამდე ბავშვებს დააინტერესებთ
11:00 / 03-08-2017
ზაფხული და დასვენება, სხვა სიკეთეებთან ერთად, წიგნის კითხვისთვის ყველაზე შესაფერის სეზონადაც ითვლება.
ყველაზე იშვიათი სახელები საქართველოში, რაც ახალშობილებს 2017 წელს დაარქვეს
17:15 / 01-08-2017
"სერვისების განვითარების სააგენტოს" ინფორმაციით, 2017 წელს თბილისში 3 550 ბიჭი და 3 303 გოგო დაიბადა. ორივე სქესში ნაკლებად გავრცელებულ სახელებს შორის უცხოური ჭარბობდა, მაგალითად, ბიჭებში აზიზი, აღბუღა, ალიმი, ბაიბალა, ალბერტი, დანი, გენო, გიკა და დომენიკი.
ანა ტყებუჩავას ახალდაბადებული შვილის პირველი ფოტო
15:39 / 01-08-2017
"ჩემი ცოლის დაქალების" მთავარი გმირის, ნინას მშობიარობას სერიალში თუ რეალურ ცხოვრებაში მაყურებელი მოუთმენლად ელოდა. მართალია, ნინამ სეზონის ბოლოს გააჩინა მეხუთე შვილი, მაგრამ რეალურად, მსახიობმა 25 ივლისს იმშობიარა და მეორე გოგონა, თაია შეეძინა.
ლეო და კეიტი ისევ ერთად? "ტიტანიკის" 20 წლის იუბილეზე მსახიობები ერთმანეთს ისევ შეხვდნენ
13:37 / 28-07-2017
გუშინ, სენ-ტროპეში გალა-საღამო და ლეონარდო დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდის აუქციონი გაიმართა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი