მშობლებს, რომლებიც "ფეისბუქზე" თავიანთი ბავშვების ინტიმურ ფოტოებს ტვირთავენ, ციხე ემუქრებათ: აფრთხილებს მოქალაქეებს საფრანგეთის პოლიცია.
გასაგებია, რომ საფრანგეთის მოქალაქეებს მსგავსი ქმედებისთვის ციხეში არავინ ჩასვამს, მაგრამ როდესაც ბავშვი გაიზრდება და გადაწყვეტს, უჩივლოს საკუთარ მშობლებს, მათ მკაცრი სახჯელი ელით: საუკეთესო შემთხვევაში, მშობლებს 35 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა, უარეს შემთხვევაში - ციხე ემუქრებათ! ამ გზით, ევროპული პოლიცია ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას იცავს.
პრობლემა არცთუ ისე თითიდან გამოწოვილია, როგორც, შესაძლოა, თავიდან მოგეჩვენოთ. მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლა უიტონი გაზეთ The Guardian
-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს:
"ვფიქრობ, ერთხელაც მშობლების მიმართ ბავშვების მასობრივ უარყოფით რეაქციას შევეჯახებით. ეს მოხდება, როდესაც ისინი გაიზრდებიან და გააცნობიერებენ, რომ მათი პირადი ცხოვრება ინტერნეტში ხელმისაწვდომი იყო დაბადებიდანვე".
"მშობლებს შეუძლიათ, იმოქმედონ, როგორც საჭიროდ მიიჩნევენ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შვილი თქვენი საკუთრება არ არის და 15 წლის შემდეგ ის მადლიერი ნამდვილად არ დაგრჩებათ მსგავსი ქმედებებისთვის. ძნელია, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე თავს ვიკავებთ ბავშვების ფოტოების პუბლიკაციისგან. დაველოდებით, სანამ ისინი გაიზრდებიან და ამ საკითხს მათთან ერთად განვიხილავთ".
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელიც 2015 წელს ჩატარდა, ევროპელი მშობელი "ფეისბუქში" წელიწადში 5 წლამდე ასაკის შვილის, საშუალოდ, 200-მდე ფოტოს ტვირთავს.
ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველ ბავშვს 5 წლამდე 1000 ფოტოს შემცველი ალბომი გააჩნია, რომელიც ყველასათვის არის ხელმისაწვდომი.