მომატებული ტემპერატურა ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესის რეაქციაა. ექიმები გვირჩევენ, არ ჩამოვუგდოთ ბავშვს სიცხე, თუ ის 38-38,5 გრადუსამდეა. ამ დროს უნდა დაიცვათ წოლითი და სითხითი რეჟიმი.
თუ თერმომეტრის მაჩვენებელი ძალიან დიდია, ბავშვს აქვს სისუსტე, კრუნჩხვა, აუცილებელია, მისი ჩამოგდება.
პარაცეტამოლს, ასპირინს, იბუპროფენსა და სხვა სიცხისდამწევ საშუალებებს გვერდითი მოვლენებიც ახასიათებთ. შეიძლება ბავშვს დაუზიანონ ღვიძლი ან კუჭის ლორწოვან გარსი. ამიტომ, პატარას სიცხე ნატურალური და მისთვის უსაფრთხო საშუალებებით უნდა დაუგდოთ.
1. ვაშლის ძმარი 1:3 წყალში გახსენით. დაასველეთ მასში ქაღალდის ხელსახოცი და მობანეთ შუბლი, საფეთქლები, მაჯები, ხელისგულები, ტერფები.
2. დაადეთ პატარას შუბლზე ძმრის ნარევში დასველებული ტილო და შეთბობისთანავე გამოუცვალეთ. ამასობაში, ჩაურთეთ მულტფილმები, რათა პროცედურა უმტკივნელოდ გადაიტანოს.
3. ბავშვს მეტი თბილი სასმელი დაალევინეთ. იგი ოფლის გამოყოფას და ტემპერატურის დაწევას უწყობს ხელს.
4. ხშირად გაანიავეთ ოთახი. ოთახში ჩაგუბებული ჰაერი არ უნდა იყოს.
5. ბავშვს სიცხემ რომ დაუწიოს, სამოსის ზედმეტი ფენა გახადეთ.
ყველა ბავშვი განსხვავებულია. ზოგი ადვილად იტანს ტემპერატურის მომატებას. ზოგი _ რთულად. უნდა გახსოვდეთ, რომ მაღალი სიცხის დაწევა იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ პატარას ლოყები და ყურები უხურს. ხოლო თუ სხეულის ტემპერატურა იმატებს, ბავშვი გაფითრებულია და ვერ ხვდებით რა ხდება, უმჯობესია, პედიატრი გამოიძახოთ.