პოლიტიკოს მამაკაცებს, როგორც წესი, დროის სიმცირის გამო შვილებთან დიდი დროის გატარების ფუფუნება არ აქვთ. ამიტომაც შვილების აღზრდის პროცესში უფრო მეტად დედები, ანუ პოლიტიკოსის ცოლები მონაწილეობენ.
წარმოგიდგენთ ქართველი პოლიტიკოსების ცოლებს დედის ამპლუაში:
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას ერთი საერთო შვილი - ერთი წლის თემო ჰყავთ, თუმცა, როგორც ბატონ პრეზიდენტს, ისე მის მეუღლეს პირველი ქორწინებებიდან თითო სრულწლოვანი ქალიშვილი ჰყავთ. ქვეყნის პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა პროფესიით მხატვარია. მუშაობდა ვიზაჟისტად და რამდენიმე ფილმშიცაა გადაღებული, თუმცა ახლა პატარა თემოს აღზრდითაა დაკავებული. ამჟამად პრეზიდენტის ოჯახი ქალქგარეთ, დუშეთის რაიონში ცხოვრობს. როგორც ახლობლები ამბობენ, მშობლების სურვილია, პატარა თემო სუფთა გარემოში გაიზარდოს. "ჯერ სულ პატარაა და გამუდმებით საჭიროებს ყურადღებასა და სითბოს", - ამბობს პირველი ლედი ერთ-ერთ ინტერვიუში. პრეზიდენტის მეუღლე ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში.
მაკა ჩიჩუა: "მინდა, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ვიზრუნო. მხარი დავუჭირო ქალებს, გარემოსა და ცხოველთა დაცვას. ეს თემები ყოველთვის იყო ჩემი საზრუნავი. თუმცა, პირველი ლედის სტატუსმა საშუალება მომცა, მეტი ინფორმაცია მიმეღო, დავკავშირებოდი ადამიანებს, რომლებსაც იგივე ინტერესები ამოძრავებთ, გამეზიარებინა მათი გამოცდილება".
გიორგი კვირიკაშვილი და მაკა ცინაძე
გაპრემიერების შემდეგ საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა გიორგი კვირიკაშვილის ოჯახი. პრემიერ-მინისტრს ოთხი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე მაკა ცინაძეა. ის პროფესიით ექიმია. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერის მეუღლეს არასოდეს უმუშავია და მთელ დროს შვილების აღზრდას უთმობს. წყვილის ქალიშვილი ნუკა ახლახან გათხოვდა. ქალბატონ მაკას კი საზოგადოებაში გამოჩენა დიდად არ უყვარს, ხშირად არის დაკავებული ქველმოქმედებით, მაგრამ ამის აფიშირებას ერიდება. როგორც ამბობენ, ხშირად სტუმრობს მძიმე სენით დაავადებულ ბავშვთა სახლებს.
ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ოთხი შვილი ჰყავს, მისი მეუღლე კი ეკატერინე ხვედელიძეა. ივანიშვილის თანამდებობაზე ყოფნისას ეკატერინე ხვედელიძე მუდამ ჩრდილში იდგა, არასდროს მიუცია ინტერვიუ, თუმცა ხშირად დაჰყვებოდა პოლიტიკოს მეუღლეს სხვადასხვა ღონისძიებაზე. ამბობენ, რომ ის კარგი მეოჯახეა და მთელ თავის დროს შვილების აღზრდას უთმობს. დედაზე ხშირად ლაპარაკობს მომღერალი ბერა ივანიშვილი და სოციალურ ქსელში მშობლებთან ერთად გადაღებულ სურათებსაც აქვეყნებს. მან დედას სიმღერაც მიუძღვნა, სადაც ამბობს, რომ მისი ერთადერთი გამგები და მესაიდუმლე დედა იყო ყოველთვის, რომელმაც დიდი სიყვარულით გაზარდა. გაგრძელება