გქონიათ შემთხვევა, რომ ოჯახის წევრის სახელი დაგვიწყებიათ? ან შვილს ეძახით, მაგრამ მისი სახელის ნაცვლად ყველა სხვა სახელი ჩამოთვალეთ? ზოგჯერ დედა უმცროს შვილს უფროსის სახელსაც ეძახის...
მეცნიერების აზრით, ამის მიზეზი ემოციებია.
მეცნიერებმა ლაბორატორიული კვლევა ჩაატარეს და გამოიკვლიეს, თუ რატომ ვეძახით ადამიანებს სხვების სახელებს. 1700 კაცი გამოიკვლიეს, რომლებმაც ერთხელ მაინც სხვა სახელით მიმართეს ახლობელს, ან მათ დაუძახეს სხვისი სახელი. შემდეგ დაინტერესდნენ, რა სახელით მიმართავდნენ მათ ახლობლები შეცდომით და იყო თუ არა კავშირი მათსა და იმ ადამიანს შორის, ვისი სახელითაც მიმართეს.
- როგორც გაირკვა, ყველაზე მეტად დედები სცოდავდნენ, რომლებიც შვილებს და-ძმების ან შინაური ცხოველების სახელებს ეძახდნენ.
სახელების შეცდომით დასახელება სოციალურ ჯგუფს არ სცილდება. როგორც გაირკვა, თუ ნათესავის სახელი შეგვეშალა, მას სხვა ნათესავის სახელით მივმართავთ, ხოლო ერთ მეგობარს - მეორე მეგობრის სახელით.
როცა ადამიანის სახელს ვიმახსოვრებთ, ვიმახსოვრებთ კავშირსაც მასთან, რომელიც ამ სახელის მფლობელთან გვაკავშირებს. ასე რომ, თუ უცხო სახელით მოგმართეს, ან თქვენ დაუძახეთ სხვას შეცდომით სხვისი სახელი, ნუ დანაღვლიანდებით. ეს მხოლოდ სიყვარულის გამოვლენაა. თქვენ რაღაც ნიშნით დააკავშირეთ კონკრეტული ადამიანი იმ ახლობელთან, რომლის სახელიც დაუძახეთ.
თქვენთვის თუ მოუმართავთ სხვისი სახელით ან თქვენ თუ აგრევიათ სახელები? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
იხილეთ ასევე: 20 ტიპის დედა თქვენს ”ფრენდლისტში”- სახალისო სტატია გიფებით