ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
#საბასშაბათი
"7:15 ზე გაიღვიძა და მითხრა- ჩენ გეძინოს, ჯერ ადრეაო:) ადგა, მოწესრიგდა და დაჯდა ტელევიზორთან. ღელავს იმიტომ, რომ დღეს პატარ-პატარა ომები აქვს მოსაგები.
10:30-ზე უკვე ვერის ბაღში ვიყავით. რეგისტრაცია გავიარეთ. ჭადრაკის ჩემპიონატში წარმოადგენს ბაქსვუდის სკოლას. მითხრა, აქ, მონაწილეობაა მთავარიო <3 როგორც ჩანს მასწავლებელმა დაარწმუნა ამაში.
აი, სხვა მოლოდინი და განწყობა აქვს შემდეგ ამბავში. 15:00- ზე. დინამო- ლოკომოტივის თამაშია და საბა წარმოადგენს ლოკომოტივს <3 ჭადრაკისგან განსხვავებით, აქ მისთვის მოგებაა მთავარი და შესაბამისად მეც ძალიან ვგულშემატკივრობ