ზაფხულში წასაკითხი წიგნები, რომლებიც 5-დან 8 წლამდე ბავშვებს დააინტერესებთ
 ზაფხულში წასაკითხი წიგნები, რომლებიც 5-დან 8 წლამდე ბავშვებს დააინტერესებთ
ზაფხული და დასვენება, სხვა სიკეთეებთან ერთად, წიგნის კითხვისთვის ყველაზე შესაფერის სეზონადაც ითვლება. უფროსმაც და უმცროსმაც ნამდვილად უნდა ისარგებლონ თავისუფალი დღეებით, მათ შორის, სულ პატარა მკითხველმაც. ვინაიდან პატარებს გამართულად კითხვა უჭირთ, სასურველია, პროცესში უფროსიც ჩაერთოს. პატარას ან თავად უნდა წაუკითხოთ, ან „შეეშველოთ“ და რიგრიგობით იკითხოთ გვერდები.
პატარა მკითხველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ასაკის შესაფერისი წიგნები შესთავაზოთ. როგორც ყოველ ზაფხულს, წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“ ამჯერადაც გთავაზობთ არჩევანს, თუ რომელი
წიგნები ჯობს 5-8 წლის ასაკის ბავშვებისთვის.



1. თოვლის გუნდას ამბები - ჯანაშია, გულეური
თოვლის გუნდა ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. ფუმფულა, მხიარული და ცოტათი სევდიანიც. სხვა ბავშვები დიდი ხნის წინ იცნობდნენ, თქვენ კი ახლა გაიცნობთ. დამეგობრდით, ითამაშეთ მასთან და ბევრ ფათერაკს გადაეყრებით. რაც მთავარია, თოვლის გუნდა მარტო არ არის.
mshoblebi


2. ელისი საოცრებათა ქვეყანაში
ერთ მშვენიერ დღეს წიგნში თავჩარგულ პატარა ალისას წინ თეთრი კურდღელი გადაურბენს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში. ის, რაც წესით, უჩვეულო უნდა ყოფილიყო, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა – ალისამ დაუჯერებელი რამეები ჩაიდინა: ესაუბრა წრუწუნას, ითამაშა ბანქოს მეფე-დედოფალთან, წამში გაიზარდა და წამშივე დაპატარავდა...
mshoblebi


3. პატარა ქალაქის ზღაპრები - გურამ პეტრიაშვილი
ეს არის წიგნი პატარა ქალაქზე, სადაც შეხვდებით ყველას, გარდა ბოროტი ჯადოქრებისა და კუდიანებისა. აქ ცხოვრობს კაცი, რომელმაც ქარი დაიმორჩილა, მხიარული მღებავიც ამ ქალაქში ცხოვრობს, რომელიც ბავშვების ოთახებს ფერადი ყვავილებითა და მხიარული ფიგურებით ახალისებს. აქ ბალერინასაც შეხვდებით, რომელიც სცენას დაემშვიდობა, მაგრამ მაინც ძველებურად უყვარს ცეკვა. პატარა ქალაქში უამრავ განსხვავებულ პერსონაჟს შეხვდებით და ყველა ერთად საოცარ ზღაპრებს მოგიყვებათ.
mshoblebi

4. ზღაპრები ბიჭებისთვის

"ჩემი პატარა წიგნი" ბალიშა წიგნების ახალი სერიაა, რომელიც სპეციალურად გოგონებისთვის და ბიჭებისთვის სამ-სამ წიგნად დაიწერა, ლამაზად დასურათებული ზღაპრები გოგონებს პრინცესებსა და ფერიებზე, ბიჭებს კი მანქანებსა და საინტერესო თავგადასავლებზე მოუთხრობს.

mshoblebi

5. ზღაპრები გოგონებისთვის
"ჩემი პატარა წიგნი" ბალიშა წიგნების ახალი სერიაა, რომელიც სპეციალურად გოგონებისთვის და ბიჭებისთვის სამ-სამ წიგნად დაიწერა, ლამაზად დასურათებული ზღაპრები გოგონებს პრინცესებსა და ფერიებზე, ბიჭებს კი მანქანებსა და საინტერესო თავგადასავლებზე მოუთხრობს.

6. ზღაპრები - ძმები გრიმები
ამ წიგნში თქვენი საყვარელი ზღაპრები გელოდებათ და კიდევ - ლამაზი ნახატები. აქ სიკეთე ბოროტებას ამარცხებს, ცხოველები ადამიანებივით საუბრობენ და პრინცესებს ღარიბი ჭაბუკები უყვარდებათ... და ისე, როგორც ყველა ზღაპარში, ყველაფერი ბედნიერად სრულდება.
mshoblebi

7. ოლივერი და პეჩი - კლერ ფრიდმენი

მოწყენილი ოლივერი დაკარგულ პეჩს პოულობს. ცუგა მისი განუყრელი მეგობარი ხდება. ბიჭი ხვდება, რომ პატრონი აუცილებლად მოძებნის თავის საყვარელ ძაღლს...ლამაზი და სევდიანი ამბავი მეგობრობაზე ბავშვებსა თუ დიდებს თანაბრად აუჩუყებს გულს.
mshoblebi

8. სახურავის ბინადარი კარლსონი - ასტრიდ ლინდგრენი
სვანტენსონების ოჯახი სტოკჰოლმის ერთ-ერთი სახლის მეოთხე სართულზე ცხოვრობს. მათ სამი შვილი ჰყავთ. ყველაზე პატარა ბიჭუნაა. ბოსე და ბეტანი მასზე ბევრად უფროსები არიან. ბიჭუნას სახურავის ბინადარი კარლსონი რომ არ ჰყოლოდა, სულ მარტო იქნებოდა.
mshoblebi

9. ეზოპეს 200 იგავი
ეს იგავ-არაკები ყველა დროისა და ქვეყნის ბავშვებს მოუსმენიათ. შეუერთდით მათ და წაიკითხეთ საინტერესოდ მოთხრობილი ბრძნული
ისტორიები. ისინი შესანიშნავი ილუსტრაციებითაა გაცოცხლებული და მთავრდება ისეთი რჩევა-დარიგებებით, თქვენ რომ გამოგადგებათ. მაშ, გადაშალეთ წიგნი და კითხვას შეუდექით!

mshoblebi

10. ძმები ლომგულები - ასტრიდ ლინდგრენი

საბავშვო ლიტერატურის თანამედროვე კლასიკოსის ეს განსაკუთრებული ზღაპარი პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. წიგნი ორი ძმის - ჯონათანისა და სკორპას ურთიერთერთგულებისა და სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ამ ზღაპარში ყველაფერია, რაც საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებს უნდა ახასიათებდეს - მეგობრობა და თავდადება, გმირები და საზარელი ურჩხულები, იდუმალი ჯადოსნური ქვეყნები და მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის…
mshoblebi

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
12:33 / 10-07-2017
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური განვითარება პიკს აღწევს და ხშირად შესაძლოა, კომპიუტერული თამაშები თინეიჯერებისთვის საკმაოდ დიდ საცდურს წარმოადგენს,
17:28 / 15-06-2017
თბილისში, ჭავჭავაძის შემდეგ "ბიბლუსი გალერეა" უკვე საბურთალოზე, კანდელაკის 7 ნომერში, გაგარინის მოედანზე იხსნება.
14:37 / 20-04-2017
ბედნიერება, რომელიც დეტალებშია. ბედნიერება, რომელიც სურნელოვან ყვავილებშია. ბედნიერება, რომელიც წიგნებშია და მთავარი ბედნიერება, რომელიც ამ ყველაფრის გაზიარებაშია.
14:49 / 12-04-2017
პირველი რომანი 31 წლის ასაკში დაწერა. წარმატების გემო სამწერლობო ასპარეზზე გამოსვლისთანავე შეიგრძნო.
15:06 / 23-02-2017
მარგარეტ ტეტჩერი, დეივიდ კამერონი, ინდირა განდი, ბენაზირ ბჰუტო, სტივენ ჰოკინგი, ოსკარ უაილდი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი...
11:40 / 18-01-2017
რობერტ გელბრეითის „გუგულის ძახილი“ ქართულ ენაზე 16 იანვრიდან გამოიცემა.
16:24 / 23-12-2016
22 დეკემბერს კულტურის სამინისტროში ვაჟა-ფშაველას საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
14:08 / 15-12-2016
წარმატებული გოგონა ანი ფანელი თავს იწონებს პრესტიჟული სამსახურით, მდიდრული გარდერობითა და სიმპათიური, არისტოკრატი საქმროთი.
11:19 / 05-12-2016
წიგნის მაღაზიის შესასვლელთან ახალგაზრდების უზარმაზარი რიგი იდგა, რომლებიც მსოფლიო ბესტსელერის ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
"ჩვეულებრივ ვზრდით და არ ვათამამებთ ბავშვებს..."
17:01 / 11-10-2017
ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის წყვილი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მათ ოჯახს ბევრი სამაგალითოდ მიიჩნევს და არც კომენტარებს იშურებენ მათთან დაკავშირებული თემების განხილვისას. თუმცა ანუკი და კახი პირად თემებზე ინტერვიუებით დიდად არ ანებივრებენ მედიასაშუალებებს.
დედამ 2 ქალიშვილი სუპერექსპერიმენტში მონაწილეობაზე დაითანხმა... ნახეთ, რა საყვარელი რამ გამოუვიდათ! (+ფოტოგალერეა)
11:48 / 10-10-2017
11 წლის ამელისა და 4 წლის პენის დედა საოცარ ფოტოებს იღებს ქალიშვილებთან ერთად და მათ "ინსტაგრამზე" ანთავსებს. ძირითადად, ფოტოგრაფი დედა შვილების მსგავს იმიჯს ირგებს და შედეგად მართლაც შთამბეჭდავ კადრებს იღებს.
"დედაშვილობა სიკვდილით არ მთავრდება! საზოგადოებას უნდა, რომ მე ვიყო საფლავზე დამხობილი, მაგრამ..."
00:22 / 06-10-2017
"პროფილის" მორიგი გამოშვება მაია ასათიანმა წარმატებულ ქალებს მიუძღვნა და მათთან ერთად თავადაც გააკეთა რამდენიმე კომენტარი თავის ცხოვრებასა და წარსულზე.
"დედობა დედაჩემისგან ვისწავლე..." - როგორი დედაა მსოფლიო ოპერის ანჯელინა ჯოლიდ წოდებული ნინო მაჩაიძე
16:59 / 04-10-2017
უნიჭიერესმა და ულამაზესმა ნინო მაჩაიძემ, რომელსაც ხშირად ოპერის ანჯელინა ჯოლის უწოდებენ ხოლმე, კონცერტებითა და ცნობილი ოპერებით მთელი მსოფლიო მოიარა.
"დედის არაჯანსაღი და ეგოისტური სიყვარული ხშირად ანგრევს მისი ვაჟების ცხოვრებას"
14:54 / 29-09-2017
ეს წერილი ცნობილ უკრაინელ მოდელს, ნატალია ოკუნსკაიას ეკუთვნის. ის მომავალი დედამთილია და წინასწარ აქვს ჩამოყალიბებული, როგორ ურთიერთობას შეინარჩუნებს მოზრდილ ვაჟებთან და მათ ცოლებთან.
ამ ულამაზესი დედა-შვილის ამბავი შეგძრავთ - ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე
16:07 / 23-09-2017
ეს ულამაზესი ქალი "მის მსოფლიო 2013"-ია... ინვალიდის ეტლში მჯდომ ქალებს შორის. ქსენია ბეზუგლოვა საზოგადოებრივი მოღვაწე და მოდელია, რუსეთში კულტურის სამინისტროს საგანგებო საბჭოს წევრი და ბევრისთვის მისაბაძი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაიწყო ცხოვრება თავიდან...
"ჭრელაშვილები ვართ და გვინდოდა, ჭრელები ვყოფილიყავით" - დედა-შვილი "დოლჩე-გაბანას" ერთნაირი სამოსით ბაღის პირველ დღეს
17:46 / 18-09-2017
5 წლის ტყუპმა - ერეკლე, ელენე და ელისაბედ ჭრელაშვილებმა დღეს პირველად შეაღეს 69-ე ბაღის კარი. ბუნებრივია, მათთვის სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამოსმა, რომლითაც ისინი ბაღში მოვიდნენ, კიდევ უფრო დიდი ემოციების გამოწვევა შეძლო და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაც მოაქცია ბავშვები.
"თმის 5 რეზინის" ტექნიკა გასწავლით, როგორ არ უყვიროთ ყველაზე რთულადაღსაზრდელ ბავშვსაც კი!
11:43 / 18-09-2017
შეინარჩუნო სიმშვიდე და იქონიო მოთმინება ჯიუტი და მავნე ბავშვის (განსაკუთრებით მოზარდის) აღზრდისას - ძალიან რთულია.
"ხან ვფიქრობ, დავშორდები ქმარს და სულ დედასთან ვიქნები-თქო" - ქალის გამოუთქმელი ტკივილი
11:59 / 17-09-2017
გათხოვება, ქორწილი, შვილების გაჩენა, ოჯახური ბუდის მოწყობა, გამგები და საყვარელი მეუღლე...
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31