"როდესაც სკოლის დასაწყისი მოდიოდა და ყველა ბავშვი სკოლაში მიდიოდა, ჩვენ პირველ სექტემბერს ზღვაზე მივდიოდით და ერთი თვე იქ ვრჩებოდით. ჩემმა შვილებმა იქ მეგობრები გაიჩინეს და ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ...
არც ერთ მათგანს სახლში არ დაუდიოდა მასწავლებლები..." - ცნობილი ქართველი რეჟისორი მიშა კობახიძე გვიამბობს, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, მის შვილებს სკოლაში არ ესწავლათ და როგორი ბავშვი იყო მისი ვაჟი - გეგა კობახიძე...
- ბატონო მიშა, მგონი, ერთადერთი ხართ, რომელმაც ჯერ კიდევ წლების წინ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება და შვილები სკოლაში არ ატარეთ. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- დიახ, ასეთი ვინმე არც ახლა მახსენდება და მსოფლიოში არც არავინ შემხვედრია... დღესაც მესმის, რომ ბევრს სძულს სკოლა. ჩემს დროს კი სკოლა ისეთი საშინელება იყო, არაფრით არ შეიძლებოდა ადამიანს შეყვარებოდა. ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ მივიღე, რომ ვგრძნობდი, ყველაზე მეტად სკოლა მძულდა... სკოლის ასეთი სიძულვილი მაშინდელმა სისტემამ გამოიწვია. კომუნისტების პერიოდი იყო, თავისუფლების შეზღუდვა, ისეთ რამეებს გვასწავლიდნენ, რაც საჭირო არ იყო და პირიქით, რაც საჭირო იყო, ის არ ისწავლებოდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი უკუღმართად იყო!
- თქვენს შვილებსაც კომუნისტების პერიოდში მოუწევდათ სკოლის პერიოდი...
- დიახ, რასაკვირველია! ჩემი შვილებიდან – ანა არის ყველაზე უმცროსი, მასზე უფროსია მარინა და ყველაზე უფროსია თინათინი... ყველა მათგანს კარგი განათლება აქვს! თუ გაქვს გადაწყვეტილი, განათლებას ყველა ასაკში და პირობებში მიიღებ! ოღონდაც განათლება ის არის, როდესაც ნათელი აზრები გაქვს!
- როდესაც ყველა ბავშვი სკოლაში მიდიოდა, თქვენს შვილებსაც არ სურდათ სკოლაში ყოფნა?
- როდესაც სკოლის დასაწყისი მოდიოდა და ყველა ბავშვი სკოლაში მიდიოდა, ჩვენ პირველ სექტემბერს ზღვაზე მივდიოდით და ერთი თვე იქ ვრჩებოდით. ჩემმა შვილებმა იქ მეგობრები გაიჩინეს და ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ... არც ერთ მათგანს სახლში არ დაუდიოდა მასწავლებლები, ჩვენ თვითონ ვაკითხებდით ქართულ თუ რუსულ ლიტერატურას, სხვა საგნებსაც ვასწავლიდით... სკოლა მაშინ არის კარგი, თუ იქ აღმოაჩენენ, რისი ნიჭი აქვს ადამიანს და განავითარებენ. როგორ შეიძლება, ყველამ ერთი და იგივე ისწავლოს?!
- როგორ შეძლეს მიეღოთ უმაღლესი განათლება?
განაგრძეთ კითხვა...