ხშირად, ახალგაზრდა დედებს ნათესავები და მეგობრები მოსვენებას არ აძლევენ: ყველა ცდილობს, რჩევა მისცეს, თუ როგორ მოუაროს და აღზარდოს ბავშვი. ეშლი ჩეიზიც არ წარმოადგენს გამონაკლისს. ეს ამერიკელი დედა დაიღალა მისი მისამართით გამოთქმული მუდმივი შენიშვნებით.
ქალს ყოველდღე ეუბნებოდნენ, რომ მან დიდხანს გაწელა ბავშვის ძუძუთი კვების პროცესი: "შენი გოგონა უკვე დიდია საამისოდ!" ან "შენ მას მხოლოდ მაწოვარას სახით სჭირდები".
ძუძუთი კვება
მაგრამ ახალგაზრდა დედა თვლიდა, რომ ნორმალურია, ძუძუთი კვებო 7 თვის ბავშვი. უსარგებლო რჩევების თავიდან ასარიდებლად, მან ქსელში დედის რძის ფოტო ატვირთა, როდესაც მისი პატარა ავად გახდა.

"ზედა პარკში ჩასხმული რძე 3 დღის წინ გამოვიწველე, როდესაც ჯანმრთელმა ელიოტმა ჭამა. ქვედა პარკში ჩასხმული რძე დღეს გამოვიწველე, როდესაც ავადმყოფმა ელიოტმა ღამით ჭამა. მორჩა!"

პედიატრმა რძის ფერისა და შემადგენლობის მსგავსი ცვლილება ასე ახსნა: "საქმე ისაა, რომ სარძევე ჯირკვლის რეცეპტორები ბავშვის ნერწყვის ცვლილებებზე რეაგირებს. როდესაც რაიმე საეჭვოს აღმოაჩენს, რძის შემადგენლობა იცვლება - ის ვაქცინად იქცევა".
ქალის ორგანიზმმა ანტისხეულები და დიდი ოდენობით ცხიმები გამოიმუშავა ბავშვის დასახმარებლად. ახალგაზრდა დედებს ასევე შეუძლიათ შეამჩნიონ ცვლილებები რძის ფერში, როდესაც მკვეთრი ფერის საკვებს მიირთმევენ. საუბარია ცისფერი, სალათისფერი, წითელი ან ვარდისფერი ელფერის მიღებაზე.
ჩვენი რედაქცია აღფრთოვანებულია ქალის ორგანიზმის შესაძლებლობებით! მან თავად იცის, როგორ დაეხმაროს ბავშვს ავადმყოფობასთან გამკლავებაში.