31 წლის ჯესიკა ალენი ჩინელი უშვილო წყვილისთვის სუროგატ დედობას აპირებდა და ქმრისგან, უორდელ ჯასპერიგანაც დაფეხმძიმდა.
სუროგატულ მომსახურებაში წყვილი 30 ათას დოლარს აიღებდა და ბინის შეძენას შეძლებდა.
ხელოვნური განაყოფიერებიდან ორ თვეში ექიმებმა ქალს განუცხადეს, რომ ტყუპზე იყო ფეხმძიმედ. მეორე ბავშვზე საფასურმა 5 ათასი დოლარით მოიმატა. ჯესიკამ მშვიდობიანად იმშობიარა, ბიჭებს მაიკი და მაქსი დაარქვეს და ბიოლოგიურ მშობლებს გადასცეს. თუმცა, მოგვიანებით ჩატარებულმა დნმ-ის ტესტმა გამოავლინა, რომ ერთი ბიჭი ჯესიკასა და უორდელის იყო. ბავშვი ჩაისახა, მიუხედავად იმისა, რომ წყვილი თავს იცავდა.
მოვლენა, რომელიც ფეხმძიმობის დროს მეორე განაყოფიერებას წარმოშობს სუპერფეტაცია ჰქვია. ის საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.
ჩინელი წყვილი ორივე ჩვილის კანონიერი მშობელი იყო, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ დაუბრუნებდნენ ბიოლოგიურ მშობლებს მათ საკუთარ შვილს 18 ათასი დოლარის საფასურად. განაგრძეთ კითხვა...