სასარგებლო რჩევები, რომლებიც ეხმარება სრულფასოვანი და თვითკმარი პიროვნების აღზრდაში, რომელიც პატივს სცემს მშობლებს. ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ამ ბრძენი ხალხისგან.
ტიბეტური აღზრდის ძირითადი წესები:
ყველაზე მნიშვნელოვანი - არავითარი დამცირება და ფიზიკური დასჯა! ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ სცემენ ბავშვს, ის არის, რომ მას არ შეუძლია იმავეთი უპასუხოს.
პირველი პერიოდი: 5 წლამდე. ბავშვს მეფესავით უნდა მოექცე. არაფერი აუკრძალო, მხოლოდ გაართო. თუ რაიმე საშიშს სჩადის, შეშინებული სახე მიიღო და შეშინებული ხმა გამოსცე. ბავშვს ასეთი ენა მშვენივრად ესმის. ამ დროს მასში აქტიურობა, ცნობისმოყვარეობა, ცხოვრებისადმი ინტერესი ვითარდება. ბავშვს ჯერ არ შეუძლია გრძელი ლოგიკური ჯაჭვის გაბმა. მაგალითად, დაამსხვრია ძვირფასი ლარნაკი. ის ვერ იაზრებს, რომ ასეთი ლარნაკის შესაძენად ბევრი მუშაობაა საჭირო, ფულის გამომუშავება. დასჯას აღიქვამს, როგორც ძალების პოზიციიდან წნეხს. თქვენ იმას კი არ ასწავლით, თუ როგორ არ დაამსხვრიოს ლარნაკები, არამედ იმას, რომ უფრო ძლიერს უნდა დაემორჩილოს. გჭირდებათ ეს?
მეორე პერიოდი: 5-დან 10 წლამდე. ამ პერიოდში ბავშვს "მონასავით" უნდა მოექცე. დაუყენო ამოცანები და მოსთხოვო შესრულება. შეგიძლიათ დასაჯოთ, მაგრამ არა ფიზიკურად. ამ დროს მას ინტელექტი აქტიურად უვითარდება. ბავშვმა უნდა ისწავლოს ადამიანების რეაქციის გამოცნობა მის საქციელზე, გამოიწვიოს დადებითი განწყობა საკუთარი თავისადმი და ერიდოს უარყოფითს. ამ დროს ნუ შეშინდებით, დატვირთოთ ის ცოდნით.
მესამე პერიოდი: 10-დან 15 წლამდე. როგორ უნდა მოექცეთ? როგორც თანასწორს. ჰკითხეთ მას რჩევა მნიშვნელოვან საკითხებზე, მიეცით დამოუკიდებლობის საშუალება. თქვენი ნება მოახვიეთ ფრთხილად, განხილვის პროცესში რჩევებისა და მინიშნებების სახით. თუ რაიმე არ მოგწონთ, აქცენტი ნეგატიურ შედეგებზე გააკეთეთ, ერიდეთ პირდაპირ აკრძალვებს. ამ დროს დამოუკიდებლობლად აზროვნება ფორმირდება.
ბოლო პერიოდი: 15 წლიდან. პატივისცემით მოეპყარით მას. ბავშვის აღზრდა უკვე გვიანია, ისღა დაგრჩენიათ, თქვენი შრომის შედეგები მოიმკათ.
რა შეიძლება გამოიწვიოს ამ წესების დაუცველობამ?
თუ ბავშვს 5 წლამდე წნეხის ქვეშ ამყოფებთ, ჩაახშობთ მის ცხოვრებისეულ აქტივობას, ცხოვრებისადმი ინტერესს, ინტელექტს. ასწავლით, დაემორჩილოს უხეშ ძალას. მისგან მსუბუქ მსხვერპლს შექმნით.
თუ 5 წლის ასაკის შემდეგ განაგრძობთ მის განებივრებას, ბავშვი ინფანტილური გაიზრდება, მას არ შეეძლება მუშაობა.
თუ ბავშვს 10 წლის ასაკის მერე პატარასავით ელოლიავებით, ის თავდაუჯერებელი გაიზრდება და დამოკიდებული გახდება უფრო თავდაჯერებულ მეგობრებზე, რომლებსაც ყოველთვის არ შეუძლიათ კარგი ზეგავლენა იქონიონ მასზე.
თუ ბავშვს 15 წლის ასაკის მერე პატივს არ სცემთ, ამას არ გაპატიებთ და პირველი შესაძლებლობისთანავე თქვენგან წავა.