ამქვეყნად რომ არ გაჩენილიყავი, სულ სხვა ცხოვრება მექნებოდა. სამსახური, უაზრო ჭორები, სხვების საუბრები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლები... რადგან ადრე საკუთარ თავზე ვიყავი შეყვარებული, ახლა კი შენზე ამომდის მზე.
შენ მასწავლე, გავუფრთხილდე სიცოცხლეს. ადრე პარაშუტით ხტომაზე ვოცნებობდი, წითელ შუქზე გადავდიოდი, ღრმა წყალში ვცურავდი და გვიან ღამით ვსეირნობდი. ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ ნაადრევად სიკვდილი - დაუშვებელი ფუფუნებაა. რადგან ამქვეყნად არის ის, ვის გამოც პასუხს ვაგებ გულითა და თავით.
შენ - ჩემი ღუზა ხარ ამ ცხოვრებაში!
შენ გაზიარება მასწავლე. წვნიანის ბოლო კოვზი, ნახევარი ნამცხვარი, ახალი ტელეფონი თუ მაისური. ახლა აზრი არ აქვს, დაყო იარლიყები - "შენი-ჩემი", რადგან
შენ ცხოვრების საკუთარი აღქმა გაქვს. და სულაც არ ვარ წინააღმდეგი, გავიზიარო შენთან ერთად.
შენ მასწავლე, ვიყო სასაცილო. ახლა ვიცი, რომ შემიძლია პატარა ბატების ცეკვა ვიცეკვო, განვასახიერო თხა ან ცხენივით ვიჭიხვინო. შენი სიცილის გამო ლომბარდში წავიღებ ჩემს დაღლილობას და მოგებული თანხით გასაბერ ბუშტებს ვიყიდი!
შენ მასწავლე, დავიმახსოვრო მომენტები. წინასწარმეტყველება, თუ როდის შეწყვეტ ხოხვას და გაივლი, შეუძლებელია. დღეს ერთ რამეს აკეთებ, ხვალ ახალს ითვისებ. ამიტომ უბრალოდ ყოველდღე ფოტოს ვუღებ შენს ცხოვრებას, რათა შემდეგ შვილიშვილებს ანახო და მათთან ერთად გაიცინო.
შენ დროის დაფასება მასწავლე. ადრე მეგონა, რომ 5 წუთში ვერაფერს მოასწრებ. ახლა უკვე ვიცი, რომ 5 წუთი - მთელი ცხოვრებაა. ერთი ფინჯანი ჩაი, დალაგებული თეთრეული ან შესაძლოა, შხაპიც კი.
შენ ყველაზე რთულ სიტუაციაში ძალის შენარჩუნება მასწავლე. ტვინის შერყევა, დახეული ძვირად ღირებული კომბინეზონი, ტკიპებიანი ფისო სამზარეულოს მაგიდაზე...
…
შენ მასწავლე, ვუყურო მომავალს ოპტიმისტურად. კბილები ამოვა, წითელა გაივლის, სიცხე დაიწევს... რამდენი მწარე ან მოწყენილი წამიც არ უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში, ვიცი, რომ დრო ყველაფერს წაშლის მეხსიერებიდან და გვიბიძგებს ახალი აღმოჩენებისკენ: სასკოლო მერხი, ინსტიტუტის მეგობრები, მომავალი მეუღლის გაცნობა.
- დედა, მამა, ეს მარიამია! მარიამ, ეს ჩემი მშობლებია.