სათამაშო გუნდა - ის, რაზეც წლები ოცნებობდით, უკვე ხელმისაწვდომია
სათამაშო გუნდა - ის, რაზეც წლები ოცნებობდით, უკვე ხელმისაწვდომია
"გუნდა, გუნდა, თოვლის გუნდა, მეთამაშოს, ვისაც უნდა..." - ქართული მულტფილმის უკვდავი გმირი გუნდა გამომცემლობა "პალიტა L-მა" გააცოცხლა. ალბათ, არ არსებობს ბავშვი, რომელსაც მულტფილმი "თოვლის გუნდა" უნახავს და ასეთი ქუნქულა გუნდის ქონაზე არ უოცნებია. წლების წინ ეს აუხდენელი ოცნება იყო უამრავი პატარასთვის, ახლა კი ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მაღაზიის დახლებზე მალე გამოჩნდება ფუმფულა სათამაშო გუნდა. "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა მისი 2 სხვადასხვა ზომის შექმნა და მათი ფასი დაახლოებით 15-დან 30 ლარამდე იქნება.

"ჩვენ პატარა მკითხველებს ყოველთვის საინტერესო შეთავაზებებით ვანებივრებთ. ბევრ ახალს ვქმნით, ბევრს
უცხოურს ვიღებთ და ვთარგმნით. პარალელურად, ქართველი პერსონაჟების პოპულარიზაციაც გადავწყვიტეთ. გუნდას პროექტის ფარგლებში უკვე გვაქვს გამოცემული არაერთი წიგნი, სასკოლო ნაკრები და თემატური ყუთი. მათ შორის, 10 წიგნი გუნდაზე, რომლებშიც გმირის ისტორიებია მოთხრობილი; ფაზლიანი წიგნი - "გუნდა ცირკში", რბილ ყდაში ჩასმული წიგნი, სახელად "თოვლის გუნდა მეგობარს დაეძებს", ასევე, გუნდას ფორმის წიგნი "თოვლის შვილიშვილი", - განმარტავს "პალიტრა L-ის" პროექტის მენეჯერი ელისო რეხვიაშვილი.

გამომცემლობა გუნდას პერსონაჟთან დაკავშირებული პროდუქტების გამოცემას სამომავლოდაც აპირებს. 15 ნოემბრიდან გავა ქსელში ახალი ნაკრები "დაბადების დღე თოვლის გუნდასთან ერთად". ეს იქნება ყუთი, რომელშიც მოთავსდება წიგნი ისტორიით, თუ როგორ გადაიხადა გუნდამ დაბადების დღე და დაბადების დღის უამრავი აქსესუარი, მათ შორის, კედლისა და მაგიდის გასაფორმებლები. მუშაობა მიდის გუნდას დიზაინის ჭიქაზეც. მომავალი წლიდან გამოვა გუნდას მემო თამაშიც.

"გუნდას პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ თითოეული დეტალი ქართველების მიერ იქმნება. თუ საბავშვო წიგნების უმეტესობის შემთხვევაში, ჩვენ გამოცემის უფლებას ვიღებთ და არსებულ პროდუქციას ქართულად ვთარგმნით, ამ შემთხვევაში ყველაფერს ჩვენ ვქმნით. ისტორიებზე მუშაობენ ქართველი საბავშვო ავტორები, წიგნის ან პროდუქტის სპეციფიკას, სტილს, დიზაინსა და ყველა სხვა დეტალს თავად ვამუშავებთ და გამოვცემთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტია. უამრავ საერთაშორისო გმირთან ერთად, ქართველებს საყვარელი ქართველი პერსონაჟიც ჰყავთ", - განმარტავს ელისო რეხვიაშვილი.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
უკანასკნელი შობა: 6 წლის სილამაზის დედოფლის მკვლელობა, რომელიც დღესასწაულის ღამეს მოხდა
11:23 / 14-12-2017
1996 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა მკვლელობა, რომელმაც მსოფლიო შეძრა: 6 წლის ჯონბენეტ რემსი მკვდარი იპოვეს თავისივე სახლის სარდაფში.
ტოპ 11 ცნობილი ადამიანის პოპულარული შვილი
16:15 / 12-12-2017
ყველას აინტერესებს ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალები. შესაბამისად, სელებრითების შვილებიც ყოველთვის ყურადღების ქვეშ ექცევიან. იყო მათი ოჯახის წევრი, ეს უკვე სტატუსია.
6 წლის გოგონა, რომელიც მსოფლიოში ულამაზესად აღიარეს (ფოტო)
12:05 / 06-12-2017
სამოდელო სფეროში კიდევ ერთი ახალი ვარსკვლავი ამობრწყინდა ამ გოგონას სახით.
7 მიზეზი, უთხრა ვაჟიშვილს მადლობა
12:32 / 15-11-2017
ამქვეყნად რომ არ გაჩენილიყავი, სულ სხვა ცხოვრება მექნებოდა. სამსახური, უაზრო ჭორები, სხვების საუბრები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლები... რადგან ადრე საკუთარ თავზე ვიყავი შეყვარებული, ახლა კი შენზე ამომდის მზე.
კომაროვსკი ამოსახველებელი საშუალებების ბავშვებისთვის მიცემის წინააღმდეგია! ის 4 მიზეზს ასახელებს
11:25 / 09-11-2017
ბავშვის ჯანმრთელობა მშობლებისთვის უმთავრესია, მაგრამ ხდება ისეც, რომ როდესაც პატარა გაციებულია, დახმარების მცდელობისას პირიქით, ვნებენ მის ჯანმრთელობას. ამაში დარწმუნებულია ცნობილი უკრაინელი ექიმი-პედიატრი კომაროვსკი.
რას ამბობს 17 წლის დედა, რომელსაც ყველა აბორტის გაკეთებას ურჩევდა
11:24 / 08-11-2017
ეს გოგონა მე-17 დაბადების დღის აღნიშვნას საყვარელი ფილმების ყურებით და წიგნების კითხვით აპირებდა.
ამას არავინ გააკეთებს შენ ნაცვლად: 21 რამ, რისი მოყოლაც უნდა მოასწრო ქალიშვილისთვის
13:18 / 07-11-2017
დედობა - დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამასთან, ძალიან მძიმე შრომაც. მნიშვნელოვანია, შვილს სათანადო სიტყვებით აუხსნა, რომ სამყარო არც ისე მარტივი და მშვენიერია, როგორც ამას ზღაპრებში წერენ.
ბავშვის აღზრდის ტიბეტური მეთოდი
13:56 / 06-11-2017
სასარგებლო რჩევები, რომლებიც ეხმარება სრულფასოვანი და თვითკმარი პიროვნების აღზრდაში, რომელიც პატივს სცემს მშობლებს. ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ამ ბრძენი ხალხისგან.
"ქალი შეიძლება ორი მამაკაცისგან ერთდროულად დაორსულდეს და ტყუპი გააჩინოს" - ქართველი გინეკოლოგები ამ მოვლენას დასაშვებად მიიჩნევენ
12:59 / 04-11-2017
31 წლის ჯესიკა ალენი ჩინელი უშვილო წყვილისთვის სუროგატ დედობას აპირებდა და ქმრისგან, უორდელ ჯასპერიგანაც დაფეხმძიმდა.
მას ბავშვის ძუძუთი დიდხანს კვებაში ადანაშაულებდნენ... კამათის ნაცვლად, ქალმა ეს ფოტო გამოაქვეყნა!
11:43 / 02-11-2017
ხშირად, ახალგაზრდა დედებს ნათესავები და მეგობრები მოსვენებას არ აძლევენ: ყველა ცდილობს, რჩევა მისცეს, თუ როგორ მოუაროს და აღზარდოს ბავშვი. ეშლი ჩეიზიც არ წარმოადგენს გამონაკლისს. ეს ამერიკელი დედა დაიღალა მისი მისამართით გამოთქმული მუდმივი შენიშვნებით.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31