ყველას აინტერესებს ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალები. შესაბამისად, სელებრითების შვილებიც ყოველთვის ყურადღების ქვეშ ექცევიან. იყო მათი ოჯახის წევრი, ეს უკვე სტატუსია.
ჩვენ დღეს ცნობილი ქართველი სელებრითების უსაყვარლეს შვილებს გაგაცნობთ, რომლებიც მშობლებს პოპულარობით არ ჩამოუვარდებიან.
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრ ირაკლი ნოზაძეს მეტსახელ პიკასოთი იცნობენ. ირაკლის მესამე ქორწინებიდან პატარა ნია ჰყავს, რომელიც ნამდვილი ინტერნეტვარსკვლავია.
ნინი ზარქუა თბილისში ერთ-ერთ გემოვნებიან და გამორჩეული სტილის მქონე ქალბატონად მიიჩნევა. არ ეტყობა, მაგრამ ნინი სამი შვილის დედაა. ნინი ზარქუას და ალექსანდრე ამისულაშვილის შვილები, ანანო და საბა ულამაზესი ბავშვები არიან, რომლებიც ნებისმიერ რეკლამას დაამშვენებდნენ.
ანასტასია ხაჩიძე უკვე შემდგარი ვარსკვლავია. მისი ოჯახის ყველა წევრი პოპულარულია, თუმცა ანასტასიამ ცნობადობით ყველას გაასწრო. ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილი სიმღერის გარდა არაერთი ნიჭით არის დაჯილდოებული.
ანუკა არეშიძე და კახა კალაძე მრავალშვილიანი მშობლები არიან. მათ სამი ვაჟი ჰყავთ: ლევანიკო, კახი ჯუნიორი და ვაჩე. კახის და ანუკის უფროსი ვაჟი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ის მამასთან ერთად ხშირად ჩნდება. გაგრძელება