ერთ-ერთმა დედამ სოციალურ ქსელში თავისი შვილის ფოტო გააზიარა, რომლის დანახვაზე სიცილს ვერავინ იკავებს.
როდესაც კერი სპენსერის შვილები ძალიან პატარები იყვნენ და არ იცოდნენ ლაპარაკი, დედამ მათ ამერიკული ჟესტების ენა ასწავლა. ამგვარად, ის ადვილად ხვდებოდა, რა უნდოდათ მის პატარებს. კერი ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ბიჭუნა, სამუელი ამას ასეთ მოულოდნელ სიტუაციაში გამოიყენებდა.
ბიჭი ერთი წლის იყო, როდესაც მშობლებმა სავაჭრო ცენტრში წაიყვანეს. მათ ბავშვი სანტა-კლაუსს კალთაში ჩაუსვეს, რომ ფოტოები გადაეღოთ. გადაღების დროს დედა გვერდზე იდგა და ვერ ხედავდა, რას აჩვენებდა მისი შვილი ხელებით.
-„როდესაც ფოტოებს ვათვალიერებდით, აღმოვაჩინე, რომ სამუელი ჟესტების ენაზე შველას მთხოვდა“ - ჰყვება კერი.
- „რამდენჯერაც ამ ფოტოს Facebook-ში ვაქვეყნებ, იმდენჯერ გვეცინება სამუელის სახის გამომეტყველებაზე. ამ ფოტოს გაზიარება საახალწლოდ, ოჯახურ ტრადიციად გვექცა“ - ამბობს კერი.
წელს ფოტომ Twitter-ში 30 000-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა
სამუელის დედის ინფორმაციით, ეს შეხვედრა სანტა კლაუსთან საბოლოო იყო, რადგან ბიჭუნას ძალიან არ მოეწონა სანტა.
ახლა სამუელი 13 წლისაა და აღარ სჯერა სანტა კლაუსის არსებობის, მაგრამ ნაძვის ხის ქვეშ ნაპოვნ საჩუქრებზე უარს არასოდეს ამბობს.
წყარო: today.com

10 იდეა, თუ რა უნდა აჩუქოთ ბავშვებს ახალ წელს, რომლებსაც თითქმის ყველაფერი აქვთ