მოდით, შევაჯამოთ: ვარსკვლავები, რომელთაც 2017 წელს პირველი შვილი შეეძინათ.
ჯანეტ ჯექსონი/ მომღერალი, 51 წლის
3 იანვარს ჯენეტს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ისსა დაარქვა. ბავშვის მამა ბიზნესმენი ვისამ ალ-მანაა. ბავშვის გაჩენის შემდეგ ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. მომღერალმა ქმარი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა.
ირინა შეიკი/ მოდელი, 31 წლის
21 მარტს ბრედლი კუპერს და ირინა შეიკს ქალიშვილი - ლეა შეეძინათ. წყვილი ჯერ არ დაქორწინებულა.
ამანდა სეიფრიდი/ მსახიობი, 31 წლის
24 მარტს ამანდამ მსახიობ ტომას სადოსკისგან ქალიშვილი გააჩინა. წყვილი მშობიარობამდე 2 კვირით ადრე დაქორწინდა.
როუზი ჰანტინგტონ-უაიტლი/ მოდელი, 30 წლის
24 ივნისს როუზის და მსახიობ ჯეისონ სტეტჰემს ვაჟიშვილი, სახელად ჯეკი შეეძინათ.
ამალ კლუნი/ ადვოკატი, 39 წლის
6 ივნისს, ამალ კლუნს და 56 წლის მსახიობს, ჯორჯ კლუნს ტყუპები შეეძინათ, ალექსანდრე და ელა.