ნიკოლა კალაძის სოციალურ ქსელში გამოჩენას ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის გამომწერები მოუთმენლად ელიან ხოლმე და მშობლებიც არ აყოვნებენ.
ანუკი ხშირად აქვეყნებს ყოველდღიურ კადრებს ნიკოლას ცხოვრებიდან და მისი გამომწერებიც თბილ სიტყვებსადა კომენტარებს არ იშურებენ პატარა ბიჭუნას მისამართით.
ამჯერად ანუკიმ ნიკოლას სახალისო "ლუქი" მოარგო და სავარაუდოდ ძმის ქურთუკი ჩააცვა:
დიზაინერმა ასევე გამოქვეყნა ნიკოლიკოს ძველი ფოტოებიც. აქ მამიკოს, კახა კალაძეს უჭირას ხელში:
აქ კი საკუთარი სტილით გამოირჩევა, რომელზეც დიზაინერი დედიკო ზრუნავს:
ანუკი არეშიძეს ეკუთვნის ნიკოლიკოს ფეხსაცმელების დიზაინიც. როგორც ცნობილია, დიზაინერმა გადაწყვიტა ამ მხრივაც განვითარდეს და საბავშვო ფეხსაცმელის ბრენდის გახსნა დააანონსა, რომელსაც "NIkolas Kidswear" ერქმევა.