დიზაინერი ანუკი არეშიძე "ინსტაგრამზე" უმცროსი ვაჟის, ნიკოლა კალაძის ახალ ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოში ჩანს, რომ პატარა ნიკოლიკო მამის სამსახურიდან დაბრუნებას ელოდება.
"მამიკომ უნდა მატოცოს და ჩამეხუტოს", - ამბობს ნიკოლა, რაზეც ანუკი ეუბნება, რომ დედა ჩაეხუტება. ნიკოლიკო კი პასუხობს: "არ მინდა, მამიკო მინდა".
ანუკისა და კახას გამომწერებს ძალიან უყვართ ნიკოლას ვიდეოები, მისი ლაპარაკი და ჩაცმის სტილი, რომელზეც დიზაინერი დედიკო ზრუნავს.
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ნიკოლას გარდა, ყველა იყო. საზოგადოების მხრიდან აღნიშნულმა ფოტომ უამრავი კომენტარი დაიმსახურა და ყველა კითხულობდა, თუ სად იყო ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, რომელიც საზოგადოებას ძალიან უყვარს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>