მომღერალი და ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი "ინსტაგრამზე" ვიდეოს აქვეყნებს სათაურით: "ბერუკა ბაბუსთან ერთად".
ვიდეოში ბიძინა ივანიშვილი პატარა ბერუკას ეთამაშება. ბაბუ და შვილიშვილი იცინიან. როგორც ჩანს, ბერუკას ძალიან უყვარს ბაბუსთან თამაში და არც მოსიყვარულე ბაბუ ეუბნება უარს.
ბერა ივანიშვილი "ინსტაგრამზე" აქტიურად აქვეყნებს ხოლმე სხვადასხვა ფოტო თუ ვიდეოკადრებს, სადაც მათი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრებაა ასახული. საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის ოჯახური ამბები ყოველთვის აინტერესებდა. მას შემდეგ კი, რაც ბიზნესმენმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, მისმა ოჯახმა ხალხის ყურადღება უფრო მეტად მიიპყრო და მათ მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს ყურადღებით ადევნებს თვალს.