ნინი ბადურაშვილი თავისუფალ დროს მხიარულად ატარებს ქალიშვილთან - ელენე კუტალაძესთან ერთად. ნინი მეგობრული და მოსიყვარულე დედაა, თუმცა, ელენეს თქმით, ხშირად არ რჩება დრო შვილისთვის.
"ნინიზე ვარ სულ გაბრაზებული, იმიტომ, რომ სულ სამსახურშია და არასდროს არ სცალია ჩემთვის“, - აღნიშნა ელენემ ბოლოს ტელეეკრანზე გამოჩენისას.
თუ დავაკვირდებით, ელენე ძალიან დაემსგავსა მამას - ირაკლი კუტალაძეს. როგორც ცნობილია, ირაკლის ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს შვილთან და ელენე ხშირად მიდის ხოლმე რუსეთში, მამასთან.