ანი ბებია "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა ყოველდღიურ ოჯახურ ფოტოსა და ვიდეოკადრს. ამჯერად ანიმ ჯერისა და თოვლის პირველი შეხვედრა გადაიღო.
ანისა და ილო ბეროშვილის ბიჭუნამ - ჯერიმ, თოვლი პირველად ნახა. მშობლებს აინტერესებდათ მისი რეაქცია და ჯერი თოვლში ჩასვეს. ბიჭუნამ ხოხვა დაიწყო, რამაც მშობლების მხიარულება გამოიწვია. ჯერის გაოცებული სახე ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, ისიც გაერთო. "გაკაჟდი", - ისმოდა ილოს მხიარული შეძახილიც. მოგვიანებით ანიმ ეტლში ჩასვა, საიდანაც ბიჭუნა დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ფიფქებს.
ანისა და ილოსთვის ჯერი პირველი საერთო შვილია. საზოგადოებისგან ხშირად იყო შეკითხვა ბიჭუნას სახელთან დაკავშირებით, რაზეც ანიმ თქვა, რომ "ჯერი" ასტროლოგიის მიხედვით დაარქვა. "ვირთხის წელში დაიბადა და გამახსენდა "ტომი და ჯერის" მულტფილმი. ამიტომაც დავარქვით ჯერი", - აღნიშნა ანიმ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>