3 მარტს საქართველოში ყველა აღნიშნავს და დედისადმი სიყვარულის გამოსახატავად ზოგი თაიგულს, ზოგი კი სიმბოლურად საჩუქარს არჩევს. ქართველი სელებრითები მთელი დღეა, დედებთან გადაღებულ სურათებს აქვეყნებენ და ისინი, ვისაც შვილი ჰყავთ, საჩუქრებსაც იღებენ.
ნახეთ, რა საჩუქრები მიიღეს ქართველმა ცნობადმა დედებმა 3 მარტს
ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ დედის დღეს შვილებისგან ყვავილები და თბილი მისალოცი ბარათები მიიღო. გვანცას უფროსმა ბიჭმა დედას სამი მარტი ორიგინალურად მიულოცა.
გვანცა ორი შვილის დედაა. პატარა ლილე და ერეკლე ტელესახის "ინსტაგრამ სთორებში" ხშირად ჩნდებიან.
ერეკლემ დედას 10-საფეხურიანი სია აჩუქა, სადაც ერეკლესთვის დედის საყვარელი თვისებები ჩამოწერა. "მიყვარს, როდესაც მღერის, კარგად გამოსდის".
ხატია სიჭინავამ დედის დღეზე მისალოცი ბარათები მიიღო. ხატიას 3 გოგო და პატარა ბიჭი ჰყავს.
სიჭინავას დღე გოგოების ჟრაიამულით დაიწყო. შვილებმა ხატიას თბილი წერილები მიუძღვნეს.
ანა იმედაშვილის დილა ყვავილებით დაიწყო. სამ მარტს ანას პატარა ბიჭმა პეტრემ დედას ულამაზესი ყვავილები მიართვა.
პატარა ილიამაც გაახარა დედა და რუსკა მაყაშვილს დედის დღეს ყოჩივარდები მიართვა.
შეფმა ნუცა სურგულაძემ დედას ულამაზესი თაიგული მიართვა და "ინსტაგრამ სთორიზე" დედის დღე მიულოცა.
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ანკა ვასაძემ დილა დედასთან ერთად დაიწყო და ფერადი,
ულამაზესი თაიგულიც მიართვა მას.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>