ზრდასრულ ასაკში, ადამიანმა შეიძლება გააცნობიეროს მიზეზები და მიიღოს პასუხი, მაგრამ არის რაღაცები, რაც მშობელს შეიძლება არასდროს აპატიოს.
ბავშვებს შეუძლიათ მარტივად გაბრაზდნენ მშობლებზე. ზოგჯერ გვპირდებიან, რომ არასდროს გვაპატიებენ და არასდროს დაივიწყებენ. ხშირად ეს „საყვარელი“ მინიშნებები არაფერს ნიშნავს. მაგრამ, არის სხვა შემთხვევებიც, ჩვენ ვსაუბრობთ მოზრდილების ქმედებებზე, რომლებიც ბავშვს ნამდვილად აყენებს ღრმა ემოციურ ტრავმას.
1. ტყუილი დაპირებები.
თუ დაპირების შესრულებისთვის შესაბამისი გზები არ მოგიძებნიათ, სჯობს არაფერს დაპირდეთ.
ამასთან, მოზრდილები ხშირად არღვევენ პირობებს, ამავე დროს ისინი ყოველთვის პოულობენ საბაბს - რომ მათ არ შეეძლოთ, სხვადასხვა მიზეზებმა ხელი შეუშალათ და საერთოდ: მშობლებს იმდენი პრობლემა აქვთ, რომ ზოგჯერ დრო არაფრისთვის რჩებათ.
ჩემმა ერთმა მეგობარმა ჯერ კიდევ არ აპატია მამას, რომელიც უწინ მას ლაშქრობაში წასვლას დაჰპირდა.
ის მამამისს არასდროს მიჰყავდა თავის კომპანიაში, მაშინ როდესაც პატარა ბიჭი იყო.
როცა მამას სთხოვა, წაეყვანა, მისგან გაკიცხვა დაიმსახურა: '' საქმეები მაქვს გასაკეთებელი და ამისი დრო არ არის! ''- მიუგო მამამ.
რატომ მოუტანა ამ ამბავმა ბავშვს ამხელა ტკივილი, მამამისისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია.
2. უფროსების უპატივცემულო დამოკიდებულება ბავშვების მიმართ
- რამდენი მშობელი ამბობს: „ გაიზრდები, ადამიანი გახდები, მაშინ თანაბარ პირობებში ვილაპარაკებთ, ახლა კი, პატარა გოგო ხარ.“,
- რამდენი მშობელი არ სცემს პატივს ბავშვების შრომას და მონდომებას (როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს), არ აკვირდება იმპულსებს და ვერც კი ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია შექება და სიცილი, როდესაც ბავშვი მათ თავის ქმნილებებს წარუდგენს - როგორიცაა, მაგალითად ნახატი, ან ნებისმიერი ნახელავი.
მაგალითი ცხოვრებიდან: შესანიშნავი ქალი, რომელიც ახლა ძალიან ლამაზ თოჯინებს ამზადებს და საზღვარგარეთ კოლექციონერებზე ყიდის (ეს უფრო მომგებიანია), მშობლებს მთელი ბავშვობა უმალავდა, თავისი ინტერესების შესახებ.
„ბავშვობაში დედაჩემმა მითხრა, რომ თოჯინები, რომლებსაც ვაკეთებ ცუდია, მამა კი მიბრაზდებოდა, რომ დროს სისულელეებში ვკარგავდი და ჯობდა მათემატიკა უკეთ მესწავლა“,- განაცხადა ქალბატონმა.
ერთხელ ამ ქალბატონის მამამ მის ბიძას უთხრა: ამბობენ, რომ შენ წარმატებული შვილები გყავს, ჩემი გოგო კი რაღაც უაზრობაში კარგავს დროს და მაგიდასთან დგას საათობითო. მან შვილს სხვების წინაშე ურჩია, რომ ნათესავი ბავშვებისგან მაგალითი აეღო და დრო უქმად არ დაეკარგა. ისიც უთხრა, რომ ისინი ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევენ.
ხელოვანმა ქალბატონმა მშობლებს ეს ყოველივე ვერ აპატია და არც არასდროს დავიწყებია.
მას ესმის, რომ განსხვავებული აზრის მოსმენა კარგია, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ის ცხოვრების ხალისს გიკარგავს.