"მამიკოს ვუყვარვარ და დედიკოს არა" - ანუკი არეშიძე უსაყვარლესი ნიკოლასის ვიდეოს აქვეყნებს

დიზაინერი და თბილისის მერის მეუღლე ანუკი არეშიძე "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს უმცროსი ვაჟის ვიდეოებს. საზოგადოება კი პატარა ნიკოლასის მიმართ თბილს სიტყვებს არ იშურებს. როდესაც ანუკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ აზიარებს "ნიკოლიკოს" ვიდეოებს, ხშირად კითხულობენ: "სად არის ნიკოლასი", "როგორც მიყვარს მისი ლაპარაკი", "მოგვენატრა", - წერენ ანუკის და კახას გამომწერები.

ამჟამად ანუკიმ ნიკოლასთან საუბრის ვიდეო გამოაქვეყნა. ბავშვის დამოკიდებულება მამის მიმართ წყვილის გამომწერებისთვის უკვე ცნობილია და ყველამ იცის, რომ ნიკოლასი მამაზე გიჟდება.

"შენ დედიკოს ძალიან უყვარხარ?" - ჰკითხა ანუკიმ
ნიკოლასს, რაზეც პატარამ უპასუხა: "არა, მამიკოს ვუყვარვარ".

ანუკი ჩაეკითხა: "დედიკოს არ უყვარხარ და მამიკოს უყვარხარ?  - კი"- უპასუხა "ნიკოლიკომ".

"ვინ არის პატარა უნამუსო ბიჭი?  - შენ ხარ", - პასუხობს ბავშვი დედას.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნატა
მიყვარს ეს ლამაზი, კარგი ოჯახი!
20:04 / 10-03-2021
გამოხმაურება / 0 /
სარა
ძალიან საყვარელია ეს პატარა ბიჭიიი. ჩემ შვილსაც ნიკოლა ჰქვია. ანუკი მიყვარხარ..❤️❤️
01:16 / 09-03-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93