ყოფილმა ტელესახემ და აჩიკო სოლოღაშვილის მეუღლემ, ნუცა ქავთარაძემ შვილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა.
ნუცამ ფოტო დაასათაურა : "ჩემი ცხოვრების სიყვარული".
აჩიკო და ნუცა შვილს მოფერებით სანის ეძახიან. ვაჟის ვიდეოს აჩიკოც აქვეყნებს "ინსტაგრამ სთორიში".
ერთი შეხედვით პატარა ალექსანდრე დედიკოს ჰგავს. ნუცას და აჩიკოს შვილი რვაწლიანი ქორწინების შემდეგ პირველ მარტს შეეძინათ. წყვილმა საზოგადოებისგან უამრავი მილოცვა და თბილი სიტყვები დაიმსახურა.