დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“ აქტიურად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს. მისი კამერის ობიექტივში ხშირად ხვდებიან შვილები - 13 წლის ლევანი, 9 წლის კახაბერი, 6 წლის ვაჩე და 3 წლის ნიკოლა. ნიკოლა ძმებს შორის ყველაზე უმცროსია, თუმცა საკუთარი ჩაცმის სტილითა და მანერებით უკვე მოახერხა ანუკის გამომწერების გულის მოგება.
კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის შვილებს ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ უყვართ და კამერებთანაც იშვიათად ჩნდებიან, თუმცა უფროსი ვაჟი, ლევანი, „ინსტაგრამზე“ უკვე იძებნება. ის გამომწერებს საკუთარ ფოტოებსაც უზიარებს და ბევრ კომპლიმენტსაც იღებს.
როგორც ანუკი აღნიშნავს, განსხვავებით ბუბუსა და ნიკოლასგან, კახაბერს ფოტოების გადაღება განსაკუთრებით არ უყვარს და, შესაბამისად, დედის "ინსტაგრამზეც" იშვიათად ჩნდება. ამჯერად ანუკი საკუთარ გამომწერებს კახაბერის ბავშვობის ფოტოს უზიარებს წარწერით: „დღეს უკვე 9 წლის“.