"ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი; მივვარდი ჭას, ახდილი ჰქონდა თავი და იქვე გავქვავდი..." - რას წერს დედა, რომელსაც 8 წლის შვილი საკანალიზაციო ჭაში ჩაუვარდა

"ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი; მივვარდი ჭას, ახდილი ჰქონდა თავი და იქვე გავქვავდი..." - რას წერს დედა, რომელსაც 8 წლის შვილი საკანალიზაციო ჭაში ჩაუვარდა
თბი­ლი­სის მკვიდ­რი ელი­სო ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი სა­ჯა­რო "ფეს­ბუქჯგუფ­ში", სა­ხელ­წო­დე­ბით "სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ჯგუ­ფი", და­შა­ვე­ბუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს და თავს გა­დახ­დე­ნილ ამ­ბავს აღ­წერს. რო­გორც ელი­სო ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი ჰყვე­ბა, მისი 8 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი სიკ­ვდილს შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა, მი­ზე­ზი კი ლუ­ქახ­დი­ლი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ჭა შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო. და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვის დედა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით თბი­ლი­სის მე­რი­ას და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს მი­მარ­თავს, ვი­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა ევა­ლე­ბა.

"სა­სოწარკ­ვე­თი­ლი კი არა, არ ვიცი, რა და­ვარ­ქვა ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას. ღმერ­თმა და­მი­ფა­რა, თო­რემ წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და, ახლა რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დი. მტერ­საც არ
ვუ­სურ­ვებ, რაც გა­და­ვი­ტა­ნე, ში­ში­სა­გან ახ­ლაც ვკან­კა­ლებ.

მე და ჩემ­მა შვილ­მა ჩვე­ნი პა­წა­წუ­ნა ცუ­გე­ბი ჩა­ვიყ­ვა­ნეთ სა­სე­ირ­ნოდ. მე­კა­ვა თო­კით ცუ­გე­ბი და მინ­დვ­რის­კენ გა­ი­ქა­ნენ და შევ­ბრუნ­დი, სა­დღაც 4-5 მეტ­რით წინ წა­ვი­და ჩემი 8 წლის გო­გო­ნა და წა­მი­ე­რი ყვი­რი­ლი გა­ვი­გო­ნე და არ ჩან­და ბავ­შვი. წა­მებ­ში გა­ვუშ­ვი ცუ­გე­ბის თოკს ხელი, მივ­ვარ­დი ჭას, ახ­დი­ლი ჰქონ­და თავი და იქვე გავ­ქვავ­დი, მოვ­კვდი, ათას­მა ფიქ­რმა გა­მი­ა­რა თავ­ში.

რო­გორ ჩა­ე­კი­და სიღ­რმე­ში ბავ­შვი და რას, ახ­ლაც ვერ ვხვდე­ბი. ძლივს ამო­ვიყ­ვა­ნე. ახ­ლაც თვა­ლებ­ში მაქვს 7-8 მეტ­რის სიღ­რმე­ზე სიბ­ნე­ლე და წყლის ჩხრი­ა­ლი, თუ რო­გო­რი დი­ნე­ბით მი­დი­ო­და. ღმერ­თს მად­ლო­ბა, რომ ბავ­შვი მო­ე­კი­და რა­ღა­ცას. არ ვიცი, ახ­ლაც ვერ ვიხ­სე­ნებ, თუ რა და რო­გორ მოხ­და წა­მებ­ში, მხო­ლოდ ჩუმი ყვი­რი­ლი და ის ბნე­ლი სიღ­რმე და წყლის ხმა ჩა­მეს­მის.

ხვდე­ბით მა­ინც, რა გა­და­ვი­ტა­ნე და ახლა რა შოკ­ში ვარ?! უფალ­მა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. სულ და­ლურ­ჯე­ბუ­ლი აქვს ფე­ხე­ბი, ხე­ლე­ბი. ამ და­ბე­ჟი­ლო­ბებს და ტკი­ვი­ლებს გა­და­ვი­ტანთ, მაგ­რამ რა ფაქ­ტის წი­ნა­შე ვი­დე­ქით, ხვდე­ბით? ახ­ლაც კან­კა­ლით ვწერ ამ პოსტს.

დავ­რე­კე მე­რი­ა­ში, დავ­რე­კე და­სუფ­თა­ვე­ბა­ში, თუ რა ვიცი, სად არ დავ­რე­კე, სად არ მივ­წე­რე და არ­სა­ი­დან არა­ნა­ი­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. ძლივს ავ­წიე ის იმსიმ­ძი­მე თავ­სა­ხუ­რი და ნა­ხევ­რამ­დე მი­ვა­ჩო­ჩე და ნა­ხევ­რად და­ვა­ფა­რე, იქვე ხალ­ხმა და­ა­ფა­რა შემ­დეგ და უცებ ამო­ვე­დი სახ­ლში, ბავ­შვის­თვის რომ მი­მე­ხე­და. ბავ­შვი კარ­გა­დაა, მაგ­რამ..... ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, ვი­საც ეს სფე­რო ეხე­ბა, რა­ტომ არ აკონ­ტრო­ლე­ბენ, რა­ტომ არის სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ჭები ღია იქ, სა­დაც ბავ­შვე­ბი სე­ირ­ნო­ბენ? რა­ტო­ომ? ძაღ­ლი, კატა არ და­ი­ა­რე­ბა?"

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93