ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს ხშირად მიმართავს კითხვებით, აძლევს მათ რჩევებს და თავადაც იზიარებს საკუთარი გამომწერების აზრს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და სხვადასხვა თემაზე ღიად საუბარსაც არ ერიდება.
ამჯერად ნუკი კოშკელიშვილმა საკუთარ შვილზე, ოვიზე ისაუბრა და თქვა, რომ ის თითქმის სამი წლისაა, თუმცა ჯერ ლაპარაკი უჭირს. როგორც აღმოჩნდა, იმისთვის, რომ ოვიმ საუბარი მარტივად შეძლოს, ნუკი არაერთ სავარჯიშოს იყენებს და ცდილობს, შვილს სხვადასხვა სახალისო თამაშით გადაალახინოს ეს ბარიერი.
ნუკი „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით მშობლებს ურჩევს, თუ მათ შვილებსაც უჭირთ საუბრის დაწყება, არ ასწავლონ ბავშვებს პირდაპირ ცხოველების სახელები, ჯერ იმ ხმების გამეორება სთხოვონ, რომლებსაც ეს ცხოველები გამოსცემენ. ასევე, „სთორებიდან“ ჩანს, რომ ნუკი ოვის ფერებთან დაკავშირებულ არაერთ გასართობ აქტოვობასაც სთავაზობს, რითაც შვილის მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს.
<div></div>