საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
პრეზიდენტმა ფოტო მხოლოდ ერთი სიტყვით დაასათაურა: "ერთად".
სალომე ზურაბიშვილის ფოტოს სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან ბევრი დადებითი
კომენტარი მოჰყვა: "ძალიან საყვარლები ხართ", "გიხდებათ ბებიობა, ქალბატონო სალომე", - სწერენ კომენტარებში პრეზიდენტს.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილს ცოტა ხნის წინ შვილიშვილი ვაჟიშვილის მხრიდან შეეძინა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>