"ჩემი შვილის დაცვა საჯაროობისგან ჩემი ვალდებულებაა... მეც ასე მიცავდა ჩემი ოჯახი..." - სოფო შევარდნაძე

"ჩემი შვილის დაცვა საჯაროობისგან ჩემი ვალდებულებაა... მეც ასე მიცავდა ჩემი ოჯახი..." - სოფო შევარდნაძე
სოფო შევარდნაძე თავის "ინსტაგრამგვერდზე" საჯაროობის ზღვარსა და პირად ცხოვრებაზე საუბრობს, რადგან ბოლო პერიოდში, მას მერე, რაც ის დედა გახდა, არ წყდება შეკითხვები, თუ რატომ არ ჩანს მისი მეორე ნახევარი ან რატომ არ ასაჯაროებს პატარა ანდრიას ფოტოს:

"პირად ცხოვრებასა და საჯაროობის ზღვარზე.
მე საჯარო ადამიანად დავიბადე, როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს ეს. ზედმეტად აქტიურმა ყურადღებამ ასწავლა ჩემს ოჯახს, აეგო არა მხოლოდ საზღვრები, არამედ კედლები, რომლებიც ჩვენ ყველას გვიცავდა. ცხოვრების ასეთი სტილი ჩემს ნაწილად იქცა და დამეხმარა მოგვიანებით,
უფრო ძლიერი ვყოფილიყავი. საკმაოდ მყარი ჯავშანი მაქვს, რომელიც ფილტრავს არასაჭირო ინფორმაციას, ენერგიას, ემოციებს.

ახლა ჩემი ოჯახი მაქვს. მე უკვე არამხოლოდ ქალიშვილი ან შვილიშვილი ვარ. ახლა დედა ვარ. და რაც უნდა უნდოდეს ბევრს, გაიგოს მეტი და უფრო ახლოს, მე უბრალოდ ვიცი, რომ ამიერიდან ჩემი შვილისთვის საზღვრების აგება ჩემი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა. ჩვენი საქმე კი ის არის, მათ მივცეთ ეს არჩევანი და დავიცვათ არასაჭირო ყურადღებისგან. 

იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93