დღეს საქართველოში ბევრი ცნობილი წყვილი გვყავს და მათი შვილებიც არანაკლებ პოპულარულები არიან. ხშირად სოციალურ ქსელში მომღერლებისა და მსახიობების ფოტოზე მეტად მათი საყვარელი, თბილი და გამორჩეული შვილების ვიდეოებსა და ახალ კადრებს ველით. გთავაზობთ სიას, ტოპ 5 ცნობილი ბავშვი საქართველოში.
ბერუკა ივანიშვილი
საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ბავშვი ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ბიჭია, რომელიც საზოგადოებაში მართლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
უსაყვარლესი ბერუკა ძალიან ჰგავს დედას, მშობლების "ინსტაგრამზე" ხშირად ჩნდება და საზოგადოებისგან თბილ შეფასებებს მუდამ იღებს.
ჯერი ბეროშვილი
უსაყვარლესი, მხიარული და მოუსვენარი ჯერი ბეროშვილი საქართველოში მეორე პოპულარული ბავშვია. ჯერიც ძალიან ჰგავს დედას, ხასიათით მუდამ ენერგიული, აქტიური და მხიარულია.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერი პატარაა, მშობლებზე არანაკლებ პოპულარულია...
ანა სულაბერიძე
ულამაზესი ანნა სულაბერიძე ტელეწამყვან ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის პირველი შვილია. ანნა დედის "ინსტაგრამზე" დიდი დოზით ჩნდება. უსაყვარლესი გოგონა უკვე ძალიან გაიზარდა, ლაპარაკიც ისწავლა და კიდევ უფრო დაემსგავსა მამას.
ილია ნიჟარაძე
ყველასთვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი ორი შვილის დედაა. რუსკას პირველი ბიჭი ილია უკვე პოპულარული ბიჭია.
მოუსვენარი ბიჭი რუსკას "ინსტაგრამზე" მუდამ ჩანს და მსახიობის გამომწერებს შორის ბევრი ილიას გულშემატკივარია.
ლილე მჭედლიძე
ულამაზესი ლილე ქართველ ბავშვებს შორის არანაკლებ პოპულარულია.
მხიარული და ფერადი გოგონა გვანცას ძალიან ჰგავს, ტანვარჯიშით არის გატაცებული და ძმასთან საუკეთესო ურთიერთობა აქვს.