დაახლოებით ხუთი წლის წინ, ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვანის, კიმბერლი ჰოლმს-აივერსონის ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა - მისი მეუღლე ტრაგიკულად გარდაიცვალა ავტოავარიაში. როგორც კიმბერლი შემდეგ საუბრობდა, წყვილი ყოველთვის ოცნებობდა შვილზე, მაგრამ მათ ეს ოცნება სხვადასხვა მიზეზის გამო ერთად ყოფნის დროს ვერ აისრულეს. ქმრის გარდაცვალებიდან ორი საათის შემდეგ კომბერლიმ ექიმებს სთხოვა, რომ შეეგროვებინათ გენეტიკური მასალა მისი ქმრისგან.
„ჩემი მეუღლის, რაშიდის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში მე ჩემს მეგობრებს დახმარება ვთხოვე. მინდოდა, გამერკვია, შეიძლებოდა თუ არა გარდაცვლილი ადამიანის ბიოლოგიური მასალის შენახვა. აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია და მე მაშინვე ვთქვი, რომ, მიუხედავად ამ ტრაგედიისა, ჩვენ საერთო შვილი გვეყოლებოდა“ - ამბობს ტელეწამყვანი.
კიმბერლიმ ბავშვის გაჩენა მხოლოდ ერთი წლის წინ გადაწყვიტა. მეტიც, მან სიყვარული ახალ ადამიანთან იპოვა, თუმცა დარწმუნებულია, რომ შვილი ყოფილი მეუღლისგან სურს. საკუთარ ბლოგში მან თქვა, რომ ქმრის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ მან ძველ მეგობარზე, დარიანზე იქორწინა. კიმბერლიმ მას მაშინვე გაუზიარა საკუთარი ისტორია და დარიანისგან მხარდაჭერაც მიიღო. ის კიმბრლის მუდმივად დაჰყვებოდა ექიმთან ორსულობის დროს და ყველა სირთულის გადალახვაში ეხმარებოდა. ივნისის თვეში ისინი გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც კირიანი დაარქვეს. სახელი კიმბერლისა და დარიანის კომბინაციას წარმოადგენს, ხოლო სანსკრიტზე იშიფრება, როგორც „სინათლის სხივი“.
ბლოგში ჟურნალისტი მეუღლის გარდაცვალების ტრაგიკულ შემთხვევაზეც საუბრობს და იხსენებს, რომ მისი ქმარი ღამით საჭმლის საყიდლად გავიდა, როცა სახლში ბრუნდებოდა, მას სამი მანქანა დაეჯახა. სამივე მათგანი მიიმალა და გარდაცვლილი ქუჩაში მარტო დატოვეს. პოლიციას ეს საქმე ჯერაც არ გაუხსნია. „ამ შემთხვევამ არამხოლოდ ჩემი ქმრის სიცოცხლე, არამედ ჩემი ოცნებები და მომავალიც გაანადგურა“, - ამბობს კიმბერლი.