კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის უმცროსი ვაჟი, 3 წლის ნიკოლასი, სოციალურ ქსელში უკვე ძალიან პოპულარულია. მის ვიდეოებს კახასა და ანუკის გამომწერები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან. პატარა ნიკოლასის ჩაცმულობა და საუბრის მანერა საზოგადოების მხრიდან ხშირად დიდ მოწონებასა და სიყვარულს იმსახურებს.
ანუკი საკუთარ „ინსტაგრამსთორიში“ ნიკოლასის ვიდეოებსა და ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. როგორც ჩანს, მას ძმებთან თამაში ძალიან უყვარს და ოჯახის წევრებს ხშირად ამხიარულებს.
ამჯერად ანუკიმ უმცროსი შვილის კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნიკოლასი საყვარელ სათამაშოსთან ერთადაა. დედის კითხვაზე, „მე უფრო გიყვარვარ თუ ბეიბი იოდა?“, ნიკოლასი პასუხობს, რომ ბეიბი იოდა. „ხოდა ბეიბი იოდამ დაგაძინოს ხოლმე“ - წერს ანუკი ვიდეოზე.