ქრისტინე იმედაძე ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა, მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრების სტილი და კარიერა კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ქრისტინეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სპორტსმენთან აწყვილებდნენ, თუმცა ის ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, ლაშა ჯაკობიაზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი შვილი, ტაისია ჰყავთ.
ტაისიას ქრისტინეს „ინსტაგრამგამომწერები" კარგად იცნობენ, რადგან ის დედის „სთორებში“ ხშირად ჩნდება და ყოველთვის კარგ განწყობას ქმნის. გამონაკლისი არც ტაისიას დაბადების დღე ყოფილა. მან ქრისტინეს „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით ხალხს მიმართა: „ჩემი აზრით, ქრისტინემ საჩუქრის ნაცვლად სამი სურვილი უნდა მაჩუქოს, რას ფიქრობთ?“
როგორც ჩანს, ტაისიას დაბადების დღეზე მეგობრებმა სიურპრიზიც მოუწყვეს და მოულოდნელად ტორტი ჩააქრობინეს. მოგვიანებით კი მათთან ერთად დრო სასიამოვნოდ და მხიარულად გაატარა.