საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული დიზაინერი, მაკა ასათუანი გასულ წელს ბებია გახდა. მისი უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მეუღლე ნანიკო კლდიაშვილი 2020 წლის 14 თებერვალს პირველი შვილის მშობლები გახდნენ. გოგონას ლეა დაარქვეს. წყვილი პანდემიამდე შვეიცარიაში ცხოვრობდა, თუმცა ახლა დროს, ძირითადად, საქართველოში ატარებენ.
ლეა, ცნობილი ოჯახის გამო, ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. ხშირად აღნიშნავენ იმასაც, რომ პატარა ძალიან ჰგყავს ულამაზეს ბებიას. მშობლების მიერ გამოქვეყნებული ფოტოების ქვეშ ლეა ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და თბილ კომენტარს იღებს: „რა გოგოა, რაღაც დაუჯერებელი სილამაზის“, „ყველაზე ლამაზი ლეა“, „საოცრებაა ეს ბავშვი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
ამჯერად პატარა ლეა ოჯახთან ერთად ბათუმში ისვენებს და, როგორც ჩანს, ტალრები სულაც არ აშინებს. ის დროს სანაპიროზე მშობლებთან ერთად მხიარულად ატარებს.