კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ლელა წურწუმიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“ აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ.
კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა - ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ამის შემდეგ ლელასა და მამულიჩას ცხოვრებაში მთავარი გმირი სწორედ შვილიშვილი გახდა.
კახა და ლელა ალექსანდრეს აღზრდაში აქტიურად არიან ჩართულები და მის ვიდეოებს საკუთარ „ინსტაგრამზეც“ ხშირად აზიარებენ. როგორც ჩანს, პატარა ალეს ვიდეოები გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და დიდ სიყვარულსაც იმსახურებს: „ეს რა სიყვარული ვინმე გყავთ. კი იცინის ბაბუასავით“, „ვაიმე, ეს რა ტკბილი ბავშვია. უსაყვარლესი, თანაც როგორ გამოსდის ბაბუსავით სიცილი?“, „როგორ ძლებთ რომ არ შემოგეკოცნოთ?!” - წერენ კომენტარებში.
ამჯერად სოციალური ქსელი ლელასა და პატარა ალექსანდრეს მორიგმა ვიდეომ დაიპყრო, სადაც ჩანს, რომ ისინი თამაშობენ და დროს მხიარულად ატარებენ: „რა სიცოცხლეა“, „რა მაგარი ბიჭია“ - წერენ გამომწერები.