მსახიობი გიორგი მახარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ოჯახურ თუ პირად ფოტოებსაც ყოველდღიურად აქვეყნებს. რამდენიმე წლის წინ მსახიობმა მეორედ იქორწინა, სულ ცოტა ხნის წინ კი მას და მის რჩეულს, მარიამ ნადირაძეს, გოგონა, სახელად ნიკა შეეძინათ.
პატარა ნიკა მშობლების მეგობრებისა და გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ სიყვარულსა და ყურადღებას იმსახურებს. გამონაკლისი კი არც მისი ნათლობის კადრებია. „გულაჩუყებული“ - ამ სათაურით აქვეყნებს შვილის ვიდეოს გიორგი მხარაძე საკუთარ „ინსტაგრამზე“.
მსახიობი გიორგი მახარაძე ფართო საზოგადოებამ სერიალი "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო და მალევე შეიყვარა. მარიამ ნადირაძე კი თეატრის მსახიობია და, ამის პარალელურად, „ტატუარტისტის“ პროფესიასაც ითავსებს. ნიკას გაჩენის შემდეგ მშობლების ყურადღება მისკენაა მიმართული, წყვილი პატარა გოგონას ერთად ზრდის.