ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ.
ცნობილი მშობლების გამო ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა ნოესა და ჯანეტის ქალიშვილიც, ანნა სულაბერიძე. გოგონას ხშირად ამსგავსებენ დედას და ხაზს უსვამენ მის განსაკუთრებულ გარეგნობას.
ამჯერად დიდ ყურადღებასა და უამრავ კომპლიმენტს სწორედ პატარა ანნასა და ნოე სულაბერიძის ვიდეო იმსახურებს: „ყველაზე დიდი სიმდიდრე... გული გამითბა, ბევრჯერ ვუყურე. მეც სიხარულით ჩავიკრავდი გულში თქვენს ანგელოზს, ღვთის უდიდეს საჩუქარს“, „ანგელოზი ბავშვი, მეც ჩავიხუტებდი, ისეთი ტკბილია“, „მამას გოგო, სიყვარული ბავშვია“, „ნამდვილი საოცრება გყავთ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.