ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მაიკო პროფესიით მსახიობია, ხოლო ანდრია, მსახიობობასთან ერთად, მომღერლობასაც ითავსებს. წყვილი „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს.
მას შემდეგ, რაც ანდრია და მაიკო პირველი შვილის მშობლები გახდნენ, ისინი „ინსტაგრამგვერდზე" უფრო ხშირად სწორედ პატარა ალექსანდრეს ფოტოებს აქვეყნებენ. სანიმ მშობლების გამომწერების გული მალევე მოიგო და მათგან კომპლიმენტებსაც ხშირად იღებს. როგორც ანდრია წერს, ალექსანდრე რამდენიმე დღის წინ ორი თვის გახდა და გადასაღებ მოედანზე მისი დებიუტიც შედგა.
განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ანდრია გველესიანის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ატარებენ დროს ის და მაიკო ვაწაძე შვილთან ერთად. პატარა ალექსანდრეს საზოგადოების ნაწილი დედას, ნაწილი კი მამას ამსგავსებს.