მსახიობი და ტელეწამყვანი ანკა ვასაძე საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან განსაკუთრებული სიყვარული პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის შემდეგ დაიმსახურა და მას შემდეგ მისი კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობს.
მაისში ანკა ვასაძე მეორედ გახდა დედა. მისი პირველი შვილი ნიკოლოზი უკვე ათი წლისაა და დის დაბადებას მოუთმენლად ელოდებოდა: „ნიკოლოზიც მთხოვდა, ბავშვი გამეჩინა და ვფიქრობ, პატარა მისთვის ყველაზე ძვირფასი იქნება. რაც წლები გადის, ვხვდები, როგორი მნიშვნელოვანია, რამხელა იმედი და ბედნიერებაა, როცა იცი, რომ მარტო არ ხარ და ყველაზე ახლობელი გყავს დის ან ძმის სახით“ - ამბობდა ანკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ანკა მეორე შვილის გაჩენის შემდეგაც აგრძელებს სოციალურ ქსელში აქტიურობას და საკუთარ თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. მასთან ერთად „ინსტაგრამზე“ უკვე ხშირად ჩნდება პატარა ანასტასიაც. გამომწერები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ანკამ ძალიან სწრაფად მოახერხა ფორმაში ჩადგომა და მშობიარობიდან რამდენიმე თვეში ის უკვე შესანიშნავად გამოიყურება: „ასე მალე ფორმაში ჩადგომა არის გმირობა“, „ანკა, ულამაზესი ხარ“, „საოცრად გამოიყურები“ - წერენ კომენტარებში.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>