მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა. ამის შესახებ მან საკუთარ „ინსტაგრამზე“ დაწერა და გულშემატკივრებს სამშობიაროდან პირველი ფოტოც გაუზიარა: „აივი-ნიკოლ. სახელი, მოწონების გარდა, რაიმე იდეის მატარებელი მაინც უნდა იყოს. ა- ანბანის პირველი ასო, ხოლო Ivy – I - რომაულად პირველს ნიშნავს. წრეც შეიკრა და სახელიც მიუახლოვდა იდეას, იდეას, რომ პირველია და პირველი ბედნიერებაა“ - წერს ნანუკა.
როგორ ცნობილია, ორსულობის ბოლო რამდენიმე თვე ნანუკა გოგიჩაიშვილმა მეუღლესთან, ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად აშშ-ში გაატარა და იქ იმშობიარა. ორსულობის დროს ნანუკა განსაკუთრებით აქტიური იყო სოციალურ ქსელში, გამომწერებსა და გულშემატკივრებს მუდმივად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას და სასარგებლო რჩევებს მათგანაც იღებდა.