ილო ბეროშვილი და ანი ბებია ფართო საზოგადოებამ პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ანი ეპიზოდურ, ხოლო ილო ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაქორწინდა. ეს ამბავი ბევრისთვის მოულოდნელი იყო და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ანისა და ილოს ერთი შვილი, ჯერი ბეროშვილი ჰყავთ.
ამჯერად ანი ბებია „ინსტაგრამის“ საშუალებით სწორედ ილოსა და ჯერის ვიდეოს აზიარებს: „მადლობა სამყაროს, რომ ეს ადამიანი ჩემი შვილის მამაა“ - წერს ანი. კადრებს, რომელშიც ჩანს, როგორ ეთამაშება მამა შვილს, გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება და უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა: „უპირობო სიყვარულია“, „ძალიან საყვარელი ბავშვია და მშობლები ძალიან მზრუნველი ჰყავს“, „უსაყვარლესები ხართ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.