ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურობს და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. განსაკუთრებული პოპულარობით კახას და ანუკის ყველაზე უმცროსი ვაჟი, ნიკოლასი სარგებლობს, რომლის ფოტოებსა და ვიდეოებსაც საზოგადოება ყოველთვის ელოდება.
ამჯერად ანუკი არეშიძე „ინსტაგრამსთორიში“ უფროსი შვილების ფოტოებს აქვეყნებს. „სკოლის პირველი დღე“ - წერს დიზაინერი. როგორც ჩანს, ბუბუს და ბიბის არდადეგები უკვე დასრულდა და ისინი ახალ სასწავლო წელს იწყებენ.
კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს ოთხი შვილი: ბუბუ, ბიბი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავთ.