ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურობენ და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებენ. განსაკუთრებული პოპულარობით კახას და ანუკის ყველაზე უმცროსი ვაჟი, ნიკოლასი სარგებლობს, რომლის ფოტოებსა და ვიდეოებსაც საზოგადოება ყოველთვის ელოდება.
ამჯერად კახა კალაძე სწორედ ნიკოლასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ მამა-შვილი საღამოს წიგნის კითხვას უთმობს. როგორც ჩანს, პატარა ნიკოლასს სურს, რომ წიგნში გამოსახული ბავშვი სახლში ჰყავდეს: „რა საყვარელია, როგორ მიყვარს... სახლში უნდა მოვიყვანო ასეთი ბაია“ - ამბობს ის ვიდეოში.
ვიდეოს გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება დ აუამრავი კომენტარი მოჰყვა: „რა საყვარელია, რა ქნას, უნდა პატარა დაიკო“, „მოუყვანეთ ახალი ბავშვი ნიკოლასს“, „რა ტკბილი ენა აქვს, საყვარელი...“ - წერენ „ინსტაგრამზე“.