ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი თინათინ წულაძე სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა. ანდრო კოტეტიშვილი სამყაროს 27 ივლისს მოევლინა, მისი დაბადებით გამოწვეული სიახრული კი სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გაიზიარა.
თინათინ წულაძე შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს და მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან უამრავ მილოცვასაც იღებს: „გილოცავთ, ბედნიერი ბიჭი იყოს სულ“, „ესეც ზოლიანი ბანანია?“, „უსაყვარლესი წერტილი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
თინათინმა და მისმა მეუღლემ, გიორგი კოტეტიშვილმა, 2019 წლის ივნისში იქორწინეს. მათი ქორწილის ფოტოებმა კი სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და უამრავი კომენტარი დაიმსახურა.