სალომე ჩიტაძე მაკა ზამბახიძის ერთადერთი ქალიშვილია, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მარტის თვეში ცნობილი გახდა, რომ სალომემ რჩეულზე, ირაკლი ცაბაძეზე იქორწინა.
"როცა გავიგე, დედა ვხდებოდი, დედაჩემი ორმაგად შემიყვარდა. ექოზე პირველი მაკა შემორბის, ყოველი დილა მისი ზარით იწყება… მაკას და მის ქმარს რომ ვუყურებდი, სულ ვამბობდი, ასეთი სიყვარული მინდა ვიპოვო, როგორიც დედას და მის მეუღლეს აქვთ-მეთქი და ამიხდა“ - ამბობდა სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში.
დღეს კი კახი მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, „ინსტაგრამზე“ სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს და წერს, რომ სალომე ჩიტაძე დედა გახდა. მას ბიჭი შეეძინა, რომელსაც მიქაელი დაარქვეს.
ემოციური პოსტი გამოაქვეყნა თავად მაკა ზამბახიძემაც: „აბა, ახალგაზრდა ბებიას სათანადო მოლოცვები. მე ვამაყობ ჩემი ძლიერი სალომეთი. ეს იყო გამაოგნებელი საყურებელი, თუ როგორ ბრძოლობდა ბოლომდე თავის შვილთან შესახვედრად (ყველანაირი გაუტკივარების გარეშე) მე დავესწარი და ამითაც ვამაყობ. გილოცავ, ჩემო შვილო, მიქაელის დაბადებას“ - წერს მაკა. მომღერლისა და მისი ოჯახის სიახრული სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გაიზიარა: „გილოცავთ, დიდი ბედნიერება და ჯანმრთელობა თქვენს ახალ სიხარულს“, „გილოცავთ, ბედნიერება პატარას“, „რა მაგარია, გილოცავთ“ - წერენ „ფეისბუკზე“.