დეკრეტული შვებულება კაცებისთვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა აქამდე ამ პრივილეგიით არც ისე ბევრი მამა სარგებლობდა. შვედი კაცები კი გამონაკლსს წარმოადგენენ. შვედეთში, ბავშვის გაჩენის შემდეგ, ყველა მშობელს, განურჩევლად სქესისა, აქვს 480-დღიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება აიღონ, რომელთაგან 60 აუცილებლად კაცმა უნდა გამოიყენოს. გარდა ამისა, კანონმდებლობის თანახმად, ახალგაზრდა მამებს და დედებს შეუძლიათ ეს დრო გაყონ შუაზე, რისთვისაც სახელმწიფო მათ გარკვეული პრემიების გარანტიას აძლევს.
დეკრეტში გასული მამების ფირზე აღსაბეჭდად ფოტოგრაფმა იოჰან ბევმანმა შექმნა ორიგინალური ფოტოგრაფიული პროექტი "შვედი მამები". ის ერთი წლის განმავლობაში იღებდა შვილებისა და მამების ყოველდღიურობას.
თომასი, 34 წლის მასწავლებელი
„როცა მამა გავხდი, არ მინდოდა, მის თვალში მეორე ადგილას ვყოფილიყავი. მინდოდა, მის აღზრდაში ისევე მიმეღო მონაწილეობა, როგორც ამას ჩემი ცოლი აკეთებდა. დეკრეტულ შვებულებაში გასვლაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე.
პატრიკი, 35 წლის ეკონომისტი
„მიუხედავად სქესისა, მე და ჩემი მეუღლე თანაბრად ვართ პასუხისმგებელი ჩვენს ქალიშვილზე. მე რვა თვის განმავლობაში ვიქნები სახლში და ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო მისთვის“.
ნილსი, 31 წლის დიზაინერი
„როდესაც დეკრეტულ შვებულებაში წასვლის შესაძლებლობა გამოჩნდა, მე მაშინვე ვისარგებლე ამით. მე და ჩემმა ცოლმა შვებულება შუაზე გავყავით. ჩვენ ორ შვილს ვზრდით.“
უფე, 41 წლის მაშველი
„ჩემმა მეუღლემ ბავშვის გაჩენიდან სამი თვის შემდეგ სამსახურში დაბრუნება გადაწყვიტა. ახლა ჩვენს ქალიშვილთან, ლილისთან, მე ვარ. თავიდან თავს აბსოლუტურად უმწეოდ ვგრძნობდი. მაგრამ როდესაც ლილი ოდნავ გაიზარდა, ეს ბევრად უფრო ადვილი მოსავლელი გახდა.“
მურატი, 34 წლის პროგრამისტი
„მინდა, რომ ჩემს შვილებს მათ დედაზე არანაკლებ ვუყვარდე. ამიტომ პასუხისმგებლობას ჩვენი უმცროსი შვილის, ორკარის აღზრდაზე მეც ჩემი ცოლის მსგავსად ვიღებ.“
ფედერეკი, 33 წლის ელექტრიკოსი
„შვებულება არის საოცარი შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოთ თქვენს პატარას, გაიგოთ, რა უყვარს, რა მოსწონს.. მე შვიდი თვით ავიღე დეკრეტული შვებულება.“
იონასი, 38 წლის მასწავლებელი
„რაც უფრო მეტ დროს ვატარებ შვილებთან ერთად, მით უკეთესი ვხდები. ეს ჩემთვის მესამე დეკრეტული შვებულებაა. მე სამივე ვაჟის აღზრდაში ვმონაწილეობ.“
საშა, 38 წლის ექიმი
„მე მინდა ვიყო ჩვეულებრივი მშობელი და არა მამა, რომელიც შვილს მხოლოდ ძილის წინ უკითხავს ზღაპარს. მე და ჩემმა ცოლმა დეკრეტული შვებულება შუაზე გავყავით.“
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>