სოფო ნიჟარაძეს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა, თუმცა, ბოლო წლებია, სოფო ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრებაა - მომღერალი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და იქ ქალიშვილს, ელის-მარიას ზრდის.
სოფო ხშირად აქვეყნებს შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ის კადრში პატარა ელის-მარიას სახეს ამ დრომდე არ აჩენს და არც პირად ცხოვრებაზე საუბრობს ხმამაღლა. მიუხედავად ამისა, დედა-შვილის ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს: „რა საყვარელია ეს ბავშვი“, „პატარა პრინცესა“, „ულამაზესები ხართ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.